მას შემდეგ რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, კარაქს მაღაზიაში აღარ ვყიდულობ

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული კარაქის მომზადებას.

პირველ რიგში, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას კარაქის სრგებელის შესახებ.

კარაქი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც აუციელებელია თვალების, კბილების, კანის  ჯანმრთელობისთვის. კარაქი შეიცავს მოკლე და საშუალო ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს. იგი მდიდარია ლეციტინით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლიზმისა და ქოლესტერინისთვის.

კარაქი შედგება ლაურინის მჟავისგან, რომელიც აუცილებელია კანდიდოზისა და სხვა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. A ვიტამინით მდიდარი კარაქი აუცილებელია თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების სამკურნალოდ.

კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც აძლიერებს არტერიებს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით K და E ვიტამინებს. კარაქი აფერხებს კუჭ-ნაწლავის ინფექციებს, იცავს კბილებს, შეიცავს D ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის სწორად შეწოვას.  იგი მდიდარია გაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით, რომელთაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები.

მოამზადეთ კარაქი საკუთარი ხელით. ის ხომ ბევრად უფრო გემრიელი და სასარგებლოა. იხილეთ რეცეპტი.

კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაჟანი ან ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის) 1 ლ. არაჟანი მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე ნაღები. ეს უკვე თქვენს შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

მომზადების წესი: ცივი არაჟანი მიქსერის საშუალო სიჩქარეზე კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ, დაახლოებით, 10 წუთი და მიიღებთ სქელ მასას, რომელიც იწყებს სითხის გამოყოფას. თქვეფას აგრძელებთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან სითხე, უცხიმო ნაღები, იმატებს, არაჟნის მასა კი აიჭრება. შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ საცერში და სითხისგან გაათვისუფლეთ. ნაღები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ. ის  ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხობის დროს, მოამზადოთ ნამცხვრები, ფუნთუშები, ბლინები.

შემდეგ საცერში დარჩენილი მასა გაყავით ორ ნაწილად, რათა უფრო მრტივი იყოს დასამუშავებლად. საცერი ონკანს მიუშვირეთ და კარაქის მასა კარგად გარეცხეთ, უკეთესეი იქნება თუ გაყინულ წყალს გამოიყენებთ. რეცხავთ, სანამ წყალი სუფთა არ გახდება ანუ ნაღები მთლიანად უნდა ჩამოირეცხოს. მიღებული მასა ხელებით კარგად გამოწურეთ და მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა. ერთი ნაწილი დაჭერით და გემრიელად მიირთვით, ხოლო მეორე საყინულეში შეინახეთ.

1 ლ არაჟნისგან მიიღებთ 420 გრ-მდე კარაქს. თუ ცხიმიან არაჟანს გმოიყენებთ, დაახლოებით, 500-550 გრ კარაქს მიიღებთ.

ცადეთ, მოამზადეთ კარაქი, რადგან თქვენ მიერ დამზადებული ბევრად უფო გემრიელია და, ამავე დროს, სასარგებლო.

შეგიძლიათ კარაქს დაამატოთ თქვენთვის სასურველი არომატული სანელებლები, მგალითად, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ან წვრილად დაჭრილი ზეთის ხილი, ან ზღვის მარილი, ან მსხვილად დაფქვილი შავი პიმპილი. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!