კალციუმი ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი მინერალია. ბავშვობაში მუდამ გვიმეორებდნენ, რომ თუ გინდა იყო ძლიერი, მაღალი, გქონდეს ჩაწიკწიკებული კბილები, აუცილებლად უნდა ჭამო თევზი, ბოსტნეული, ყველი და ხაჭო.
ასაკი გვემატება და უფროდაუფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს კვებას, მიღებული ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ვიტამინები და მინერალები, კერძოდ, კალციუმი ჩვენს ორგანიზმს ასაკში კიდევ უფრო მეტად სჭირდება.
კალციუმის დეფიციტი შეიძლება საშიშიც კი იყოს, რადგან იგი გამოიმუშავებს პარათირეოიდულ ჰორმონს PTH. ეს ჰორმონი ცდილობს სისხლში კალციუმის დონის დაბალანსებას და ამ დროს ანადგურებს ძვლის ქსოვილს. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და არ იზრუნებთ კალციუმის დონის შევსებაზე, ხელს შეუწყობთ ოსტეოპოროზის პროვოცირებას.
იმისათვის, რომ აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ყურადღებით უნდა იყოთ იმ სიმპტომების მიმართ, რომელთაც თქვენი ორგანიზმი გიგზავნით.
სტატიაში შემოგთავაზებთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც გატყობინებთ კალციუმის დეფიციტის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ მოცემულ ნიშნებს და აირიდეთ ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების განვითარება.
იხილეთ კალციუმის დეფიციტის გამომხატველი სიმპტომები:
- კალციუმის დეფიციტი იწვევს ნერვული დაბოლოებების სპაზმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის კრუნჩხვა, განსაკუთრებით ღამით.
- ხელებისა და ფეხების ჩხვლეტისა და დაბუჟების მიზეზი შეიძლება კალციუმის დეფიციტი იყოს.
- როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის კალციუმს, კბილებიდან ცდილობს მისი ნაკლებობის შევსებას, რაც შედეგად იწვევს კარიესს.
- თუ ფრჩხილები არ გეზრდებათ ან ადვილად გემსხვრევათ ე. ი. თქვენ ამ მეტად საჭირო მინერალის დეფიციტი გაქვთ. მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და იზრუნეთ ძვლების, კბილებისა და სახსრების სიძლიერეზე.
- უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს კალციუმის დეფიციტთან.
- კალციუმის არასაკმარისი დონეს ნერვოლოგიური სიმპტომებიც აღენიშნება, როგორიცაა, მეხსიერების დაქვეითება და ჰალუცინაციები.
- კალციუმის მწვავე დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური კრუნჩხვები ჯანმრთელ ადაამიანშიც კი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაუკვირდით ორგანიზმის გზავნილს, ხომ არ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული სიმპტომები და იზრუნეთ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მინერალის, კალციუმის შევსებაზე.