4 საშინაო საშუალება, რომელიც დაგირბილებთ კანს ქუსლებზე, გაგათავისუფლებთ კოჟრებისა და ბზარებისგან

თუ გსურთ, ტერფებზე სრულყოფილი კანი გქონდეთ, ყურადღებით გაეცანით სტატიას. ქუსლებზე კანის გამოშრობა ნახეთქების გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს პრობლემები დაუდევრობისა და მოუვლელობის შედეგად წარმოიქმნება.

ნახეთქებისგან და კოჟრებისგან გათავისუფლება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა წყალობითაც თავს დააღწევთ ამ უსიამოვნო პრობლემას.

ღრმა ნახეთქები მტკივნეულია და შეიძლება სისხლმდენიც იყოს, რასაც შედეგად ინფექციები მოჰყვება. ეს განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც დიაბეტი ან იმუნური სისტემის დაქვეითება აღენიშნება, რადგან ამ შემთხვევაში ნახეთქების შეხორცება რთულდება.

პირველი ნიშანი ქუსლებზე ნახეთქების გაჩენის არის კანის გაუხეშება და თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ, მდგომარეობა გაგირთულდებათ. გამომშრალი კანი ასევე მიდრეკილია ინფექციებისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალობის  დაუყოვნებლივ დაწყება.

გარდა კანის სიმშრალისა, ქუსლებზე ნახეთქების გაჩენას იწვევს ასაკი, რადგან კანი კარგავს ელასტიურობას.

მოჭერილი ფეხსაცმელი და ფეხზე დიდხანს ყოფნა, ჰიგიენის დაუცველობა, ვიტამინების, მინერალებისა და თუთიის  დეფიციტი – მიზეზები, რომლებიც იწვევს ქუსლებზე ნახეთქების წარმოქმნას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მოცემული პრობლემების მოგვარებას.

1. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ ფეხების დაბანვის შემდეგ. ეს საოცარი პროდუქტი შეიზილეთ ფეხებზე, განსაკუთრებით მშრალი და დაბზარული კანის უბნებზე. ზეთის წასმის შემდეგ ამოიცვით წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. რამდენიმე დღის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ.

2. მწიფე ბანანი

წაისვით მწიფე ბანანი ქუსლების გამომშრალ და დაბზარულ კანზე. დაიყოვნეთ 10 წუთი და შემდეგ დაიბანეთ. შედეგად დაირბილებთ კანს და მოიშუშებთ ბზარებს.

3. ლიმონის წვენი

პრობლემურ კანზე შეიზილეთ ლიმონის წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. ლიმონის წვენი ბუნებრივი ტუტე პროდუქტია და ხელს უწყობს მკვდარი და გამომშრალი, გუხეშებული კანის მოშორებას. დილით ფეხები დაიბანეთ და პემზის ქვით გაიხეხეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ და ძალიან მალე ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ.

4. გაწმენდა და დატენიანება

ყოველდღიური გაწმენდა და დატენიანება საუკეთესო საშუალებაა გამომშრალი და დაბზარული ქუსლებისთვის. საღამოს ფეხები დაიბანეთ საპნით და კარგად შეიმშრალეთ. 1 ჩ. კ. ზეთისა და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენის ნარევი შეიზილეთ ქუსლებზე. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.

შეგიძლიათ თქვენი ხელით მოამზადოთ ნატურალური სკრაბი. დაგჭირდებათ თითო-თითო სუფრის კოვზი შემდეგი ინგრედიენტები: თაფლი, ვაშლის ძმარი, ბრინჯის ან შვრიის ფქვილი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. თუ ბზარები ძალიან ღრმა არის, დაამატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ან ნუშის ზეთი. ყოველ საღამოს გაიკეთეთ აბაზანები და შემდეგ შეიზილეთ მომზადებული პასტა.

ვაშლის ძმარს აქვს უნარი მოგაშოროთ მკვდარი უჯრედები, ბრინჯის ფქვილი მოგაშორებთ მკვდარი უჯრედების ზედა ფენას. თაფლი და ზეითუნის ზეთი კანის ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებებია.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.