8 საშინაო საშუალება, რომელიც მოგაშორებთ შავ წრეებს თვალებიდან და შეამცირებს ნაოჭებს

თვალების ირგვლივ მუქი ლაქების წარმოქმნას იწვევს სისხლის ცუდი მიმოქცევის შედეგად დაგროვილი პიგმენტები. გაითვალისწინეთ, რომ თვალების ქვეშ მუქი წრეების წარმოქმნის მთავარი მიზეზი მხოლოდ კვება, ცუდი სისხლის მიმოქცევა და დაღლილობა არ არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკასაც.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლის წყალობითაც მინიმუმამდე შეამცირებთ მუქი ლაქების წარმოქმნას.

1. ბაყაყურა

იმისათვის, რომ აირიდოთ თვალების ქვეშ მუქი წრეების წარმოქმნა, გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან და მავნე ნივთიერებებისგან. ბაყაყურა სამკურნალო მცენარეა, რომელიც გაჯერებულია დეტოქსიკაციური თვისებებით, ეფექტურად წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას. ბაყაყურას თესლის ფხვნილი ან ზეთი შეგილძიათ გამოიყენოთ საკვების დანამატის სახით.

2. დატენიანება

შემოგთავაზებთ მარტივ ხერხს, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფთ სწრაფ დატენიანებას. აიღეთ თვალების ირგვლივ მუქი ლაქების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც იყენებთ, ეს იქნება ლოსიონი თუ მალამო, დაიტანეთ ბამბის ფირფიტაზე, რამდენიმე წუთით შედეთ საყინულეში და შემდეგ ცოტა ხნით დაიდეთ თვალებზე. იმოქმედეთ ფრთხილად.

3. მასაჟი

თვალის ირგვლივ მუქი ლაქების საწინააღმდეგო ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობებით. ეს დაგეხმარებათ კანის გაღიავებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

4. ძილი

გაითვალისწინეთ, რომ უძილობა შეიძლება თვალების ქვეშ მუქი ლაქების წარმოქმნისა და შეშუპების მიზეზი გახდეს. ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად დღე-ღამის განმავლობაში იძინეთ 8 საათი.

5. შეზღუდეთ კომპიუტერისა და ტელეფონის მოხმარება

მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანი ასწრაფებს თვალების დაბერებას და ხელს უწყობს მუქი წრეების წარმოქმნას. ამიტომ შეზღუდეთ მათი მოხმარება. გირჩევთ, დაიცვათ დისტანცია, მანძილი თქვენსა და მოწყობილობას შორის უნდა იყოს 50 სმ. ამ გზით უზრუნველყოფთ მათი გავლენის შემცირებას.

6. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

ჩვენი კვება პირდაპირ აისახება თვალების ირგვლივ მუქი წრეების არსებობაზე. გაზარდეთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღება და უზრუნველყავით ორგანიზმი რკინით.

7. მოერიდეთ ყავას

ყავა გმატებთ ენერგიას და გაფხიზლებთ, ამიტომ მოერიდეთ ამ მატონიზირებელი სასმელის დღის მეორე ნახევარში მიღებას. დაიძინეთ მშვიდად და აირიდეთ თვალების ირგვლივ მუქი ლაქების წარმოქმნა.

8. არ გამოიყენოთ სახის მალამოები

სახის მალამოები, ზეთები ზედმეტად ცხიმიანია და შეიძლება გამოიწვიოს თვალების ქვეშ სითხის შეკავება და შეშუპება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და შეიმცირეთ თვალების ირგვლივ მუქი ლაქები.