ხაჭოს ნამცხვარი ალუბლის პიკანტური არომატით. მომენტი, როდესაც გემრიელი – სასარგებლოცაა

597

შემოგთავაზებთ ალუბლის არომატით გაჯერებული ხაჭოს დესერტის რეცეპტს. მინიმალური ინგრედიენტების საშუალებით შეძლებთ საოცრად გემრიელი და ბავშვებისთვის სასარგებლო დესერტის მომზადებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გრ
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ალუბალი 1 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • მანანი 3 ს. კ.
  • კარაქი

მომზადების წესი:

  1. ალუბლობის დროს აუცილებელია, მოამზადოთ ეს გემრიელობა და ისიამოვნოთ. შეგიძლიათ გაყინული ხილიც გამოიყენოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი და წვნიანი ალუბალი თქვენს ნამზადს უფრო მეტ არომატსა და სურნელს ჰმატებს.
  2. ალუბალი დაკურკეთ. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ხაჭო, მანანი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  3. აიღეთ 18-20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა, წაუსვით კარაქი, ძირზე მოაწყვეთ ალუბლები, გადაიტანეთ მზა მასა და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი. გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და მორთეთ ალუბლებით.

გემრიელად მიირთვით!