შოკოლადის ზეფირს, მარშმელოუს შვილებისათვის ხშირად ვამზადებ. გაგაცნობთ ჩემს რეცეპტს

უგემრიელესი მარშმელოუ (ზეფირი), რომელიც დაგემოვნებისთანავე შეგიყვარდებათ. ამჯერად, შემოგთავაზებთ შოკოლადის მარშმელოუს რეცეპტს. კარგი იქნება თუ აირჩევთ მწარე, შავ შოკოლადს, რადგან მწარისა და ტკბილის კომბინაციით მარშმელოუ უფრო გემრიელი გამოდის. ამ რეცეპტში ერთადერთი ინგრედიენტია შოკოლადი, რომლის პროპორციის შეცვლა შეგიძლიათ.

მარშმელოუს მოსამზადებლად დააგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 10 გრ.
  • წყალი 160 მლ
  • შაქარი 50 გრ.
  • შავი შოკოლადი 1 ფილა
  • ვანილი

ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ:

  • შაქრის ფხვნილი 1 ს. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.
  • სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ჟელატინს დაასხით 70 მლ წყალი (პროპორციები არ შეცვალოთ), კარგად აურიეთ და დაელოდეთ აფუებას.
  2. შიგადაშიგ მორევა არ დაგავიწყდეთ, რადგან ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. თუ მსხვილი ჟელატინი გაქვთ გასაფუებლად დასჭირდება 40 წუთი, თუ წმინდაა, მაშინ 10 წუთიც ეყოფა.
  3. აიღეთ სქელძირიანი ქვაბი და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი. მოსარევად გამოიყენეთ ხის ან სილიკონის კოვზი.
  4. მარშმელოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის მინის ფორმა. ფორმას გვერდებზე და ძირზე წაუსვით ზეთი. ასევე ზემოდან გადასაფარებლად დაგჭირდებათ საკვების შესაფუთი ცელოფანი. ცელოფანი გაშალეთ მაგიდაზე და ხელსახოცით წაუსვით ზეთი.
  5. აგრძელებთ მომზადებას. დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი, დაასხით 90 მლ წყალი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. შაქარი კარგად გაადნეთ ისე, რომ კრისტალები არ დაგრჩეთ. სიროფი ადუღებისთანავე  გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. ჟელატინის შეკრული მასა  გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში, დადგით ორთქლის აბაზანაზე და გაადნეთ. გათხელებულ მასას  დაამატეთ ვანილი, სიროფი და ათქვიფეთ მიქსერით. ჯერ თქვეფთ დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ გადადიხართ მაქსიმალურზე. დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება თქვეფა, მასა თანდათან ცივდება, იკვრება, ხდება ჰაეროვანი და ფუმფულა.
  7. შემდეგ დაამატეთ გამდნარი შოკოლადი, მხოლოდ ერთად არ დაამატოთ, 2 ნაწილად გაყავით. მასები ერთმანეთში აურიეთ. შეგიძლიათ კარგად არ აურიოთ და ჭრელი დატოვოთ.
  8. შოკოლადით შეზავების შემდეგ თქვეფა აღარ არის საჭირო. მიღებული მასა სწრაფად გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში და გაათაანაბრეთ. ზემოდან, უშალლოდ ჟელატინიან მასას, გადააფარეთ ცელოფანი და გვერდებზეც ამოიტანეთ. ფორმა 2-3 საათით შედეთ მაცივარში.
  9. ზემოდან მოსაფრქვევად აურიეთ თითო-თითო ს. კ. კაკაო, შაქრის ფხვნილი და სიმინდის სახამებელი (შეგიძლიათ  მოსაფრქვევი არ გამოიყენოთ). ნარევის ნახევარი მოაყარეთ მაგიდაზე, გადაიტანეთ გაციებული მარშმელოუ, ზემოდან მოაფრქვიეთ მეორე ნახევარი და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.

მოამზადეთ გემრიელი მარშმელოუ და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.