ვაშლის ძმარი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება. მიიღეთ ყოველდღიურად ფინჯან წყლაში გახსნილი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავი პრობლემა. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა – ორი თვე.
იხილეთ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა წინააღმდეგ ეფექტურ მკურნალად გვევლინება უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი საშუალება:
1. მოგიწესრიგებთ მთელი ორგანიზმის მუშაობას
მიიღეთ ვაშლის ძმარი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კატეჰინებითა და გალინისმჟავით. ეს ნივთიერებები აახალგაზრდავებს და აუმჯობერებს ორგანიზმის მრავალ ფუნქციას.
2. დაგირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს
ვაშლის ძმარი გამორიცხავს ცუდი ქოლესტერინისა და ტრიგლიციდების მაღალი დონის გამომწვევ მიზეზებს.
3. გაგიძლიერებთ გულის კუნთს
აგარიდებთ სისხლძარღვების დაზიანებას და კურნავს გულს. მიიღეთ 2 ჩ. კ. ვაშლის ძმრისა და 150 მლ თბილი წყლის ნარევი დღეში 2-ჯერ და ხელი შეუწყვეთ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
4. მოგიწესრიგებთ შაქრის დონეს
ვაშლის ძმარს აქვს ძლიერი ანტიგლიკემიური ეფექტი და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. იგი აფერხებს კუჭში საჭმლის მონელებას და ხელს უშლის შაქრის დონის მკვეთრად მატებას.
5. ვაშლის ძმარი მოგიხსნით გულძმარვას
არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს გულძმარვა გამოწვეულია კუჭის ჭარბი მჟავით, სინამდვილეში კი, მიზეზი კუჭის დაბალი მჟავიანობაა.
მიიღეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარისა და 1 ჩ. ჭ. წყლის ნარევი და გაზარდეთ კუჭში მჟავას კონცენტრაცია. შედეგად კი, შეგიმცირდებათ გულძმარვისა და მჟავა რეფლუქსიის სიმპტომები. ვაშლის ძმრის მჟავე შემცველობა ხელს უწყობს ნაწლავებში საკვებიდან მნიშვნელოვანი მინერალების შეწოვას. დაამატეთ სამკურნალო სითხე სალათებს, სმუზებს. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკვებიდან სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას. ძმრის მჟავა ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც ზედმეტი კილოგრამების მოშორებას
6. ებრძვის ჭარბ კილოგრამებს
ცდილობს. იგი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ორგანიზმში სითხის შეკავებას და აქვეითებს მადას. კანდიდოზური ინფექციის აღმოსაფხვრელად 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღე, მიიღეთ 1 ს. კ. ვაშლის სიდრი.
7. ამარცხებს ინფექციებს
ვაშლის ძმარს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი, ამიტომ გამოიყენება ყველა სახის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, აუცილებლად გამოიყენეთ ხელნაკეთი ვაშლის ძმარი, რომელიც არ არის გაფილტრული და პასტერიზებული.
8. სასარგებლოა პირის ღრუსთვის
უებარი მკურნალი მიიღეთ აუცილებლად წყალში გაზავებული. ნარევი შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი დალიეთ სწრაფად და შემდეგ გამოივლეთ წყალი. ამ გზით აირიდებთ კბილის ემალის დაზიანებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უებარი ბუნებრივი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.