ყველა ადამიანის ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და ჰქონდეს ლამაზი, მოვლილი კანი. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია, იზრუნოთ მასზე როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გზით.
სტატიაში შემოგთავაზებთ 6 უძლიერესი საშუალების რეცპტს, რომლებიც კანს ავსებს სიცოცხლისუნარიანობითა და სილამაზით. მათი დახმარებით თავს დააღწევთ ფსორიაზს, ეგზემას, ნაწიბურებს, აკნეს (ფერიმჭამელები), დამწვრობას, სტრიებსა და ა.შ. ამ საშუალებების გამოყენების პარალელურად აუცილებელია კანის კვება და რეგულარულად დატენიანება.
1. ვიტამინი А
ნაოჭების შესამცირებლად და მათი წარმოშობის თავიდან ასაცილებლად А ვიტამინი საუკეთესო საშუალებაა. დაამატეთ კვების რაციონს А ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები: სტაფილო, ნესვი, გოგრა, ატამი, წითელი ბულგარული პიმპილი, კვერცხი, ბროკოლი, პომიდორი და სხვა მრავალი. რეგულარულად გამოიყენეთ А ვიტამინის ბაზაზე მომზადებული სახის კანის ნიღბები.
2. თუთია
თუთია კანისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. დაამატეთ კვების რაციონს თუთიით მდიდარი საკვები პროდუქტები: კაკალი, ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, ზღვის პროდუქტები. თუთია შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსორიაზის სამკურნალოდ. თუ თქვენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ რეკომენდებულია დღის განმავლობაში მოიხმაროთ 30 მგ ელემენტარული თუთია, ხოლო თუ პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, მაშინ 10-20 მგ საკმარისია.
3. კოლაგენი
კოლაგენი ნატურალური პროტეინია, რომელიც აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. იგი უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას. საუკეთესო ვარიანტია კოლაგენი მიიღოთ ფხვნილის სახით. რეკომენდებულია, დღეში მოიხმაროთ 10 გრ.
4. ვიტამინი C
ანტიოქსიდანტური თვისებებით მდიდარი C ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. გამოიყენეთ მის ბაზაზე მომზადებული სახის კანის მოვლის საშუალებები. დაამატეთ კვების რაციონს C ვიტამინით მდიდარი ასკილი, მარწყვი, მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მოცხარი, ოხრახუში, კამა, კივი, ფორთოხალი და სხვა მრავალი.
5. ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი ომეგა-7-ის ბუნებრივი წყაროა. მისი სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ კანის პრობლემების ფართო სპექტრის სამკურნალოდ. დანამატის სახით ქაცვის ზეთის რეკომენდებული დოზაა დღეში 500-2000 მგ. ქაცვის ზეთი ეფექტურად გამოიყენება გარეგანი გზით მზისგან მიღებული დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. კანზე წასასმელად რეკომენდებულია გამოიყენოთ დღეში 2000-5000 მლ ზეთი.
6. არგანის ზეთი
არგანის ზეთი საუკეთესო საშუალებაა როგორც თმისთვის, აგრეთვე კანის ელესტიურობის შესანარჩუნებლად. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ არგანის ზეთის გარეგანი გზით ყოველდღიური გამოყენება აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და აქვს ანტიასაკობრივი მოქმედების უნარი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული უძლიერესი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.