გსურთ, თქვენი პატარების ბედნიერი სახეები იხილოთ? მოამზადეთ უგემრიელესი დონატები და მათი გაბრწინებული თვალების ხილვით თქვენც გაიხარეთ.
ფუმფულა დონატები ხომ ბავშვების საყვარელი დესერტია. ამჯერად, შემოგთავაზებთ კეფირით მომზადებული დონატების რეცეპტს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 მლ კეფირი
- 4 ს. კ. შაქარი
- 1 კვერცხი
- ვანილი
- 50 გრ კარაქი
- 400-450 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 1 ჩ. ჭ. ზეთი
მომზადების წესი:
1. დარბილებული კარაქი, შაქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კეფირი და თანდათან შეაზილეთ ფქვილი, ვანილი და სოდა. მიიღებთ რბილ ცომს.
2. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე. თუ დონატების სპეციალური საჭრელი ფორმა არ გაქვთ, აიღეთ ორი სხვადასხვა დიამეტრის ჭიქა.
3. ჯერ დიდი ჭიქით ამოჭერით ცომი, შემდეგ მიღებული ფიგურა პატარა ჭიქით ამოჭერით და ასე მოამზადებთ დონატებს.
4. ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ და ცომის რგოლები ორივე მხრიდან შეწვით. ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად მომზადებული დონატები ხელსახოცზე დააწყვეთ.
მზა დონატებს შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი, დაფაროთ თეთრი ან შავი შოკოლადის მინანქრით და გააფორმოთ თქვენი სურვილისამებრ. მოამზადეთ უგემრიელესი დონატები და გაახარეთ თქვენი პატარები!