მოცულობითი ბისკვიტი კეფირზე, რომლის გამოცხობა გამოუცდელ დიასახლისებსაც არ გაუჭირდებათ

661

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებულ უკვერცხო ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ისეთი უმარტივესი მოსამზადებელია, რომ მისი გამოცხობა გამოუცდელ დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ.

ბისკვიტი შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ერთად ან მორთოთ თქვენთვის სასურველი კრემით, მოხარშული შესქელებული რძით, ან კარამელით, ან შოკოლლადის მინანქრით, ან ხილფაფით.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 350 გრ კეფირი
  • 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი ან 1 ჩ. კ. სოდა
  • 130 გრ ზეთი
  • 10 გრ ვანილის შაქარი ან ვანილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. თასში ჩაასხით კეფირი, დაამატეთ ზეთი, შაქარი, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი.
  2. აიღეთ 22 სმ-იანი დიამეტრის ფორმა, ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მომზადებული ცომი. ბისკვიტი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!