ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ჭარხალი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელიც მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.
ამჯერად, ვისაუბრებთ ჭარხლის სარგებელზე კოსმეტოლოგიური ხაზით. ჭარხლის ანტიოქსიდანტური წვენი აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს.
ჭარხლის წვენი ბუნებრივი პროდუქტია. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიკულებს, რომლებიც ასტიმულირებს უჯრედების განახლებასა და აღდგენას, ათანაბრებს კანის ტონს, აშორებს მუქ ლაქებსა და ნაწიბურებს, გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, ასუფთავებს და ღრმად წმენდს კანს.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენოთ ჭარხლის წვენი სწორად. ჭარხლის წვენის რეგულარულად გამოყენება აგარიდებთ კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ნაოჭები და წვრილი ხაზები, კანის ფერის შეცვლა, აკნე და კანის სხვადასხვა ნაკლოვანებები, ცხიმიანი კანი, პიგმენტური ლაქები და ა.შ.
როგორ გამოვიყენოთ ანტიოქსიდანტური წვენი?
ჭარხლის წვენით გააჯერეთ ბამბა და წაისვით სახეზე, ყელზე, განსაკუთრებით ყურაღება მიაქციეთ კანის პრობლემურ უბნებს. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ საღამოს. თუ წვენი მოგრჩათ, რამდენიმე დღით შეინახეთ მაცივარში.
რაც უფრო მეტად კვებავთ კანს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მით უფრო ლამაზი და ჯანმრთელი კანი გექნებათ. გამოიყენეთ ბუნებრივი სიმდიდრე და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.