ეს რაფაელოს სწორედ ის კრემია, რომელიც მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, არომატული კრემის ,,რაფაელოს“ რეცეპტს, რომელსაც გულგრილად ვერ ჩაუვლით. ძვირფასო დიასახლისებო, მოამზადეთ უგემრიელესი ,,რაფაელო“ და ყველა აღაფრთოვანეთ თქვენი ნახელავით.

საოცარი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 70 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 400 გრ შესქელებული რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ თეთრი შოკოლადი
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

  1. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ დააბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ.
  2. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე, ქოქოსის ფანტელი და კარგად აურიეთ (თქვეფთ მიქსერით).
  3. მზა კრემი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  4. კრემი გამოიყენეთ ტორტების მოსართავად. მათ გემოს ვერავინ დაივიწყებს.

დამერწმუნეთ, რომ ტკბილის მოყვარეულებს ნამდვილი დღესასწაული ელით, როცა ამ საოცრებას დააგემოვნებენ.