შემოგთავაზებთ ორგანიზმის გარეგანი წმენდის ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას. შედეგი გაგაოცებთ. გირჩვთ მის გამოყენებას.
ამ გზით ჩვენი კანის გარეგანი დეტოქსიკაცია-მარტივი და ძალიან ეფექტურია.
კანის მშრალი წმენდის პროცესი ძალიან მარტივი, სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ლიმფური სისტემის ფუნქციონირებას და ტოქსინების გამოდევნას.
მსუბუქი მასაჟი მშრალი ჯაგრისით-ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა ლიმფური სითხეების გასაქტიურებლად, რომელიც შეგიძლიათ გაიკეთოთ სახლში და მხოლოდ 5 წუთი დაკარგოთ ამ პროცედურისთვის.
ლიმფური სისტემა შედგება ლიმფური ძარღვებისგან და კვანძებისგან, რომელიც ჩვენი დაცვის სისტემაა. ლიმფური კვანძები მუშაობს, როგორც ფილტრაციის სისტემა, რომელიც ხელს უშლის მავნე ვირუსებისა და ბაქტერიების სისხლში მოხვედრას.
ასტიმულირებს რა მშრალი წმენდა ლიმფური სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ჰმატებს სხეულის ტონუსს. ის აგრეთვე აღადგენს უჯრედებს, რომელიც კანის გარეგნულ იერსახეს, აახალგაზრდავებს, ხდის მას ელასტიურს და ათავისუფლებს ცელულიტისგან.
უმჯობესია თუ გამოიყენებთ ჯაგრს ბუნებრივი და არა სინთეტიკური ფუნჯებით.
მასაჟის ჩატარების წესები:
- მასაჟი დაიწყეთ ფეხებიდან, ქვემოდან გულის მიმართულებით გრძელი, ფართო მოძრაობებით.
- ყოველთვის დაამთავრეთ მოძრობა გულის მიმართულებით. რათა მივყვეთ სისიხლის მიმოქცევას.
- როგორც კი დაამთავრებთ, დაუყონებლივ მიიღეთ აბაზანა.
- არ დაგავიწყდეთ ჯაგრისი ყოველ კვირას უნდა გარეცხოთ და სუფთა ადგილზე დადოთ გასაშრობად.
- პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე და აუცილებლად გექნებათ შედეგი.
სკრაბი და აქერცვლა
კანის გაწმენდის შემდეგ შეამჩნევთ მკვდარ უჯრედებს, ახალ უჯრედებს აძლევს სწრაფად გავრცელების საშუალებას. აქერცვლა თქვენს კანს ხდის გლუვს ნათელს და სუფთას. საშინაო პირობებში მომზადებული სკრაბები, რომლებიც ნატურალური იგრედიენტებითაა გაჯერებული საუკეთესო სკრაბებია.
შემოგთავაზებთ ჩემი საყვარელი საშინაო სკრაბების რეცეპტებს.
სხეულის გამწმენდი ლიმონისა და ქოქოსის ზეთის სკრაბი
საჭირო იგრედიენტები:
- შაქარი 50 გრ
- ზღვის მარილი 75 გრ (დაფხვნილი)
- ქოქოსის ზეთი 5 გრ
- თაფლი 10 გრ
- ლიმონის წვენი 10 მლ
- ლიმონის ცედრა 10 გრ (გახეხილი)
- ზეითუნის ზეთი 10 მლ
ყავის გამწმენდი სკრაბი
- ყავა 25 გრ (წვრილად დაფხვნილი)
- შაქარი 25 გრ
- ფორთოხლის წვენი 20 მლ
- ზღვის მარილი 10 გრ (დაფხვნილი)
- შვრიის ფქვილის ამქერცლავი სკრაბი
- შვრიის ფქვილი 50 გრ
- თაფლი 25 გრ
- ზეითუნის ზეთი 25 მლ
სკრაბების მოსამზადებლად მოცემული იგრედიენტები აურიეთ.
აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი რეცეპტი, მოამზადეთ სკრაბი დაიტანეთ სხეულზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ტანზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრეთ თქვენ სილამაზეზე.