ნატურალური წვენი გაანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და დაგიცავთ ნაადრევი სიბერისგან

სმუზების გამოყენება გვეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნარჩენებისგან, რომლებიც აზიანებს ჯანმრთელობას ყველა დონეზე.

თავისუფალი რადიკალები ასწრაფებს დაბერების პროცესს და მრავალ დაავადებას პროვოცირებს. მათ საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.

ბოჭკოების, ვიტამინებისა და მინერლების მაღალი შემცველობის წყალობით, ნატურალურ სმუზებს შეუძლია უჯრედის დაბერების შეფერხება. თავის მხრივ, ეს ხელს უწყობს ჯნმრთელობის შენაჩუნებას, აგარიდებთ სხვადასხვა დაავადებებს, იცავს გულს, სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობას.

სმუზები ეხმარება კანს დარჩეს დატენიანებული, ხელს უწყობს ძალისა და ენერგიის მომატებას და ააქტიურებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის პროცესს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ანტიოქსიდანტური სასმელის რეცეპტს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს დიაბეტის თავიდან აცილებას, უზრუნველყოფს სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აგრეთვე აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ანტიოქსიდანტური სამკურნალო სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 1 ცალი წითელი ვაშლი, 2 ს. კ. ახალი ან გაყინული ჟოლო, 3 ს. კ. ლურჯი მოცვი ან მაყვალი (ახალი ან გაყინული), ½ ჩ. ჭ. წითელი ან შავი ყურძენი, 3 ს. კ. მარწყვი ან შტოში (ახალი ან გაყინული), 1 ჩ. ჭ. გაწმენდილი წყალი.

მომზადების წესი: პირველ რიგში, ხილი კარგად გარეცხეთ, ვაშლი დაჭერით და მოცემულ ინგრედიენტებთან მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ წყალი (ქლორის გარეშე) და დააბლენდერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებულ ერთგვაროვან მასას შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ ცოტა წყალი.

სმუზი მიიღეთ მომზადებისთანავე. სამკურნალო სასმელის მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული, რადგან კარგავს სამკურნალო თვისებებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!