იცით თუ არა, რომ ფოლგის ზოგიერთი თვისება დაგეხმარებათ არა მხოლოდ სამზარეულოში კერძების მომზადების დროს, არამედ, მაგალითად ფეხის ტკივილის შემცირებაში? დღეს გიამბობთ ალუმინის ფოლგის გამოყენების რამდენიმე ხრიკს, რომლის შესახებ, სავარაუდოდ, წარმოდგენა არ გქონდათ.
სხვათა შორის, ფოლგა შეგიძლიათ არა მხოლოდ ალუმინის, არამედ ვერცხლის, ფოლადის, კალის და ოქროსგან დაამზადოთ. ასეთ თხელ ოქროს ფირფიტას ფურცლოვან ოქროს უწოდებენ. სწორედ მას აფარებენ ზოგიერთი ტაძრის გუმბათს.
ფოლგის თვისებები
ფოლგის ჩუსტი
მსოფლიოში რთული სიტუაციაა. ექიმები მოგვიწოდებენ, რომ ქუჩაში იშვიათად გავიდეთ და სხვა ხალხთან კონტაქტი შევზღუდოთ. რა თქმა უნდა, სამსახურში წასვლაზე ლაპარაკიც არაა. თუმცა, რაღაცის ჭამა გვჭირდება და მაღაზიაში გასვლას ვერ გავაუქმებთ. ბუნებრივია, სჯობს ხშირად არ გახვიდეთ, არამედ რამდენიმე დღეში ერთხელ და მაქსიმალურად მოიმარაგოთ.
დიდ სუპერმარკეტში ერთი დიდი გასეირნება (ყველაზე მომგებიანი რატომღაც ყოველთვის შორსაა) და თან დიდი ჩანთების ტარებით ფეხებს საერთოდ ვერ იგრძნობთ. უფრო სწორად იგრძნობთ, მაგრამ არა ფეხებს, არამედ ყრუ ტკივილს. რა უნდა გააკეთოთ? ფოლგა დაგეხმარებათ. რამდენიმე ფენად გაკეცილი ფოლგიდან ჩუსტები გააკეთეთ და სუფთა ფეხებზე 15-20 წუთით ჩაიცვით, ამასთან უბრალოდ ლოგინზე წამოწექით.
ზუსტად რამდენიმე წუთში სიმძიმე გაქრება, ხოლო სისხლდენა გაძლიერდება. ეს იმის წყალობით ხდება, რომ ფოლგაში ფეხები უფრო სწრაფად ხურდება, ვიდრე წინდაში. სხვათა შორის, ფოლგის ჩუსტი და წინდა ერთად გაცილებით უკეთესს ეფექტს იძლევა.
ხელმისაწვდომობის და სასიამოვნო ტექსტურის გამო ფოლგის ჩუსტი უნდა გააკეთოთ, თუ სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები მოვლენ. მაგალითად, ასეთი ჩუსტები ოჯახის ექიმს შესთავაზეთ. უამრავი საქმის გამო ფეხსაცმლის გახდა არავის სურს და ჩუსტები ნერვებს და ხალიჩის ზედაპირს შეგინარჩუნებთ.
ფოლგის უჩვეულო გამოყენება
თუჯის ქვაბების და საერთოდ ნებისმიერი თუჯის ნივთის გაწმენდას ფოლგის ბურთებით შეძლებთ. უბრალოდ ფოლგა დაამრგვალეთ და პრობლემური ზედაპირი მცირე ზეწოლით გაწმინდეთ. რამდენიმე წუთში ქვაბი გაპრიალდება.
ბანანის ვადის გახანგრძლივება მარტივია: ყუნწების შემაერთებელ ნაწილს ფოლგა შემოახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. გაოცდებით, ბანანი რამდენიმე კვირის შემდეგაც არ დალპება.
ფოლგა საუთავებელ დაფას დააფარეთ. ახლა ნივთს მხოლოდ ერთხელ გაუთოება ეყოფა, გადაბრუნება საჭირო არაა. ქვედა მხარე მის ქვეშ ფოლგის გახურებით გასწორდება.
ტელევიზორის სამართავ პულტში ერთ-ერთი ბატარეა დაჯდა, მეორე არ გაქვთ ან საჭიროზე უფრო პატარაა? უბრალოდ ფოლგიდან ცილინდრი გააკეთეთ და პულტში ცარიელ ადგილას ჩადეთ. ფოლგა საშუალებას მოგცემთ მოწყობილობა ცოტა ხნით გამოიყენოთ, სანამ მორიგი ბატარეაც არ დაჯდება.
სამზარეულოს მაკრატელი თვითილესება, სანამ ალუმინის ფოლგას ჭრის.
მაგიდის სანათის სინათლის გასაძლიერებლად, სანათს შიგნიდან ფოლგა შემოახვიეთ. ის ნათურის სინათლეს აირეკლავს და სინათლე უფრო კაშკაშა გახდება.
როგორც ხედავთ, ზოგიერთ ნივთს უამრავი სხვადასხვა გამოყენება აქვს, რომლის შესახებ შეიძლება წარმოდგენა არ გქონდეთ. ჩვენი რედაქცია ფოლგის და სხვა ნივთების გამოყენების სხვადასხვა ხრიკებზე სიამოვნებით გიამბობთ.