ღორის ღვიძლს მხოლოდ ამ რეცეპტით ვამზადებ. იმდენად გემრიელი გამოდის, შვილებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მომზადებული ღვიძლი ისეთი გემრიელი გამოდის, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 500-600 გრ ღორის ღვიძლი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ. კ. შაქარი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 0,5 ჩ. კ. სოდა
  • ზეთი შესაწვავად
  • მჭადის ფქვილი საფენელისთვის

მომზადების წესი:

  1. ღვიძლი კარგად გააშრეთ და დაჭერით დიდ ნაჭრებად.  მარინადის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, სოდა, დაჭყლეტილი ნიორი. მზა მასა დაასხით ღვიძლს და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
  2. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით ცოტა ზეთში. მზა ხახვი გადმოიტანეთ თეფშზე. დამარინადებული ღვიძლის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და 3-3 წუთით შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ მოაყარეთ მომზადებული ხახვი, ტაფას დაახურეთ და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.

მოამზადეთ უგემრიელესი კერძი და ისიამოვნეთ!