უგემრიელესი ღვეზელი კარტოფილის ცომითა და არომატული შიგთავსით. შემიძლია მივირთვა ყოველდღე

შემოგთავაზებთ ხორცის უგემრიელესი შიგთავსითა და კარტოფილის ცომით მომზადებული ღვეზელის რეცეპტს. ნაზი და ჰაეროვანი ღვეზელი უმარტივესი მოსამზადებელია

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • კარტოფილი (საშუალო) 2 ცალი
  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 80 გრ
  • მარილი მწიკვი

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 1 თავი
  • ბულგარული პილპილი (წითელი) 3 ცალი
  • ფარში 500 გრ
  • პამიდორი 2 ცალი
  • პაპრიკა 1 ჩ. კ.
  • ყველი 200 გრ
  • მარილი, პილპილი, ზეთი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მოხარშეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი შეწვით ზეთში. მზა ხახვი გადმოიტანეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოთუშეთ ხორცი. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული პილპილი, მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი და აურიეთ.
  2. მოხარშულ კარტოფილს გადაუქციეთ წყალი და მოამზადეთ პიურე. პიურე შეაზავეთ კარაქითა და მარილით. თბილ მასას შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ ფაფუკ ცომს. თუ ცომი წებოვანი გამოგივიდათ დაამატეთ ცოტა ფქვილი.
  3. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ.
  4. დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ ცომი. ცომი ამოიტანეთ ფორის გვერდებზე.
  5. შემდეგ ცომზე გაანაწილეთ შიგთავსი. ზემოდან მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი პამიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.

მოამზადეთ საოცრად არომატული, ნაზი, ფაფუკი ღვეზელი და გემრიელად მიირთვით!