შემოგთავაზებთ უგემრიელესი ყველის რეცეპტს, რომელიც ხაჭოს ბაზაზე არის მომზადებული. ყველი მოსამზადებლად უმარტივესია, ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. სულ რაღაც 15 წუთში გემრიელი ყველი მზად გექნებათ.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 400 გრ ნატურალური ხაჭო
- 1 კვერცხი
- 80 გრ კარაქი
- ½ ჩ. კ. სოდა
- ½ ჩ. კ. შაქარი
- ½ ჩ. კ. მარილი
მომზადების წესი:
- თქვენთვის სასურველ ემალის თასში მოათავსეთ ხაჭო დაამატეთ კვერცხი, შეაზავეთ მარილით, შაქრითა და სოდით.
- მიღებულ მასას დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. მომზადებულ ორთქლის აბაზანაზე დადგით თასი, ხაჭოს მასით. 5-10 წუთის შემდეგ ხაჭო დაიწყებს დნობას და მთლიანად გადაიქცევა ერთგვაროვან ბლანტ გლუვ მასად.
მზა მასა გადაიტანეთ სასურველ კონტეინერში. დაელოდეთ გაგრილებას და უგემრიელესი ყველით ისიამოვნეთ.