
მუხლის სახსარი ერთ-ერთი შეუცვლელი სახსარია. იგი აერთებს ბარძაყისა და წვივის ძვლებს. სწორედ ამ სახსრის წყალობით ვმოძრაობთ, დავდივართ და დავრბივართ. მუხლის სახსარი განიცდის მაქსიმალურ ზეწოლას, ამიტომ ის ძალიან სწრაფად ცვთება.
ასაკი, ჭარბი წონა, ტრავმები, ოსტეოართრიტი, ართრიტი – ფაქტორები, რომლებიც ზრდის მუხლის პრობლემების საფრთხეს. პრობლემები კი იწვევს საშინელ ტკივილს, შეშუპებას, შესაძლებელია, მოძრაობის შეზღუდვაც კი მოჰყვეს შედეგად.
როგორც კი იგრძნობთ, რომ მუხლის ტიკივილი სისტემატურ ხასიათს იღებს, არ მოდუნდეთ, ყურადღება გმართებთ, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და აირიდეთ მოსალოდნელი პრობლემები.
შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უმარტივესი და უსაფრთხო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაიამებთ ტკივილებს და მოიხსნით შეშუპებას.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- მარილი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მზა მასა შეიზილეთ დაზიანებულ სახსარზე, დაიფინეთ ბამბა და შეიხვიეთ ელასტიური ბინტით.
- 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით. მწვავე ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია, ზედიზედ ჩაიტაროთ 5 პროცედურა.
მოამზადეთ უმარტივესი ბიუჯეტური საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!