თუ თქვენ ლიმონათის ბაზაზე მომზადებული ბისკვიტი ჯერ არ გამოგიცხვიათ აუცილებლად ცადეთ!
ბისკვიტი უმარტივესი მოსამზადებელია. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ფუმფულა, ჰაეროვანი და საკმაოდ მაღალი ბისკვიტის გამოცხობას.
მოსამზადებლად დაგჭირდბათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
- ვანილი
- ლიმონის ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი არომატის ლიმონათი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- გამაფხვიერებელი 10 გრ
მომზადების წესი:
- მოცემული ბისკვიტის მთავარი საიდუმლო ლიმონათშია. ის აუცილებლად უნდა იყოს გაზიანი. გაითვალისწინეთ, გახსნილი, გაზგასული, ლიმონათი არ გამოდგებათ.
- კვერცხი, შაქარი, ვანილი მიქსერით ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ზეთი, შემდეგ ლიმონათი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხიარებელი.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. მზა მასა გადაიტანეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და აცხობთ 25-30 წუთის განმავლობაში. შეარჩიეთ მაღალი ფორმა, რადგან ბისკვიტი საკმაოდ მაღალი და ფუმფულა გამოდის. გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი 20 წუთი კვლავ ღუმელში დატოვეთ.
ბისკვიტი გამოდის მაღალი, ფუმფულა და იმ ხილის არომატის, რომლის ლიმონათითაც მოამზადებთ.
რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ ნასვრეტებიანი ბისკვიტი. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი კრემი და მორთეთ სურვილისამებრ.