თხელი, ჰაეროვანი ბლინების მარტივი რეცეპტი. ერთი მეორეს მიყოლებით ქრება თეფშიდან

2362

ბლინების მომზადების უამრავი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოამზადოთ ბლინები კვერცხის, კეფირისა და რძის გარეშეც. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოდის ძალიან გემრიელი.

ამჯერად, შემოგთავაზებთ განსხვავებული მეთოდით მომზადებული უგემრიელესი ბლინების რეცეპტს. აცხობთ და თხელი, ჰაეროვანი ბლინები ერთი მეორის მიყოლებით ქრება თეფშიდან.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • კარაქი 60 გრ
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. წყალს დაამატეთ კარაქი, მარილი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ნაწილ- ნაწილ დაამატეთ ფქვილი. ურევთ კოვზით.
  2. მიღებული მასა გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხი.
  3. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ რძე. თქვეფთ მიქსერით.
  4. ცხელ ტაფაზე დაასხით მომზადებული ცომი (ცომის რაოდენობა განსაზღვრეთ ტაფის დიამეტრით) და შეწვით ორივე მხრიდან.
  5. ოქროსფრად დაბრაწული ბლინებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
  6. მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბლინები ძალიან გემრიელია შესქელებულ რძესთან ან კარამელთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!