გემრიელი ბლინები ვაშლით 20 წუთში

უგემრიელესი ვაშლის ბლინები, რომელიც ძალიან სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ და გარშემომყოფნი გააბედნიეროთ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაშლი 3 ცალი
  • კეფირი 250 მგ
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ვანილი
  • სოდა დანის წვერით
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი მწიკვით
  • ზეთი
  • ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადების წესი:

ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დააბლენდერეთ. ათქვიფეთ ვერცხი და შაქარი, დაამატეთ კეფირი, ვანილი, სოდა, მარილი. ფქვილი თანდათან დაამატეთ და მოამზადეთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.

ტაფა საშუალოდ გააცხელეთ, დაასხით ზეთი და სუფრის კოვზით დადეთ ცომი. ჯერ ერთი მხრიდან მოამზადეთ,შემდეგ- მეორე.

საუზმე გაილამაზეთ უგემრიელესი ვაშლის ბლინებით, რომელიც შეგიძლიათ თაფლთან ერთად მიირთვათ.