მხედველობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა. მხედველობას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოში ორიენტაციისათვის. ყველაზე მეტ ინფორმაციას ვიღებთ თვალის საშუალებით.
თვალი დაცულია თავის ქალის ძვლებით. იგი სათუთი ორგანოა და მას გაფრთხილება სჭირდება. ბევრ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს მხედველობაზე, მაგალითად, ტრამვები, არასწორი ცხოვრების წესი, ცუდი კვება, მემკვიდრეობა, ასაკი.
ამ ფაქტორებს შედეგად მოსდევს მხედველობის დაბინდვა, გვიჭირს კითხვა. მოცემული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, არსებობს კიდევ სხვა მეთოდებიც.
სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ძირეული პრობლემის აღმოფხვრაში ისე, რომ თქვენს ჯანმრთელობას არ შეუქმნით საფრთხეს.
მხედველობა დამოკიდებულია ჩვენ მიერ მოხმარებულ საკვებ ნივთიერებებზე, კერძოდ, A, C, E ვიტამინებზე და სხვა.
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სამკურნალო ნარევის წყალობით შეძლებთ საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების რეზერვების შევსებას, რომლებიც დაგეხმარებათ მხედველობის აღდგენაში.
შემოთავაზებული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3-4 ცალი ლიმონის წვენი
- 500 გრ გატარებული ნიგოზი
- 100 გრ ალოე ვერას წვენი (მცენარე უნდა იყოს 3 წლზე მეტი ასაკის)
- 300 გრ თფლი
მომზადებისდა მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გადაიტანეთ მინის ქილაში და მიიღეთ თითო-თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამადე 30 წუთით ადრე. გისურვებთ ჯანმრთელობას!