თქვენი კანი სწრაფადვე დაიბრუნებს სიგლუვესა და სიმტკიცეს, თუ ამ ხელმისაწვდომ პროდუქტებს გამოიყენებთ. უთხარით არა ნაადრევ სიბერეს

777

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შეაფერხებთ სხეულისა და კანის დაბერებას. ასაკთან ერთად კანი კარგავს კოლაგენის გამომუშავებას, შედეგად მცირდება კანის ელასტიურობა და ჩნდება წვრილ-წვრილი ნაოჭები.

თუ გსურთ, შეივსოთ კოლაგენის მარაგი, რეკომენდებულია, თქვენი კვების რაციონს დაამატოთ ქვემოთ მოცემული პროდუქტები:

თევზი

თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, განსაკუთრებით ომეგა-3-ს, რომლებიც იცავს გარსს კანის უჯრედებში არსებული ადიპოციტებისაგან (ცხიმოვანი უჯრედი). მიირთვით თევზი. ის უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

ხორცი

ხორცი მდიდარია კოლაგენითა და ელასტინით. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს საქონლის, ღორის, ქათმის ხორცი და ძვლების ნახარში.

ბოსტნეული

ორგანიზმში კოლაგენის გაზრდისთვის შესანიშნავი არჩევანია ბადრიჯანი, კომბოსტო კალე (ხვეული კომბოსტო), ბროკოლი, ისპანახი, მწვანილი.

ხილი, მდიდარი C ვიტამინით

C ვიტამინი ხელს უწყობს კანის კოლაგენის წარმოებას. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ხილი: კივი, ანანასი, ფორთოხალი, ლიმონი, მოცხარი, გრეიფრუტი, მანგო. ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებს წვრილ-წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნას. C ვიტამინით მდიდარი ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბების მოსამზადებლად.

წითელი ნაყოფი

მიირთვით ხშირად ჭარხალი, ვაშლი, ალუბალი, მარწყვი, მაყვალი, ტკბილი და მწარე წიწაკა.

მნიშვნელოვანია, რეგულარულად გამოიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული, უმარტივესი, ბიუჯეტური  ნიღბები, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.

შემოგთავაზებთ სუკეთესო ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებითაც ხელს შეუწყობთ მოცემული პრობლემის გადაჭრას.

ალოეს ნიღაბი

ალოეს ნიღაბი იდეალურია კანის ელასტიურობის აღსადგენად,  დასატენიანებლად და გასამკვრივებლად. ყოველ საღამოს, ძილის წინ, შეგიძლიათ წაისვათ ალოეს წვენი.

საუკეთესოა ალოეს წვენისა და ქოქოსის ზეთის ნაზავი. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში რამდენჯერმე.

ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეითუნის ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა.

წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე დაიტანეთ თბილი ზეითუნის ზეთი და 10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.

გარდა ზეითუნის ზეთისა, კოლაგენის საწარმოებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ავოკადოს ზეთი
  • ყურძნის წიპწების ზეთი
  • ნუშის ზეთი
  • ქოქოსის ზეთი
  • ჟოჟობას (უნაბის) ზეთი

თაფლის ნიღაბი

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით დატვირთული თაფლი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალება, ანიჭებს კანს სიცოცხლისუნარიანობას და ჯანსაღ იერს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

რძის ნიღაბი

ცილების დიდი რაოდენობით შემცველობის, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით რძე კანს უბრუნებს სიცოცხლისუნარიანობას და ამკვრივებს. რძე საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა.

რძე ან იოგურტი ბამბის ფირფიტით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ციტრუსების ნიღაბი

ციტრუსების ბაზაზე მომზადებული ნიღბების წყალობით შეძლებთ კოლაგენის გამომუშავებას. კოლაგენი კი აუცილებელია კანისთვის ელასტიურობის შესანარჩუნებლად.

საღამოს, ძილის წინ, დაბანილ სახის კანზე შეიზილეთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.