ამ რეცეპტით ბისკვიტი ყოველთვის ძალიან მაღალი და ფუმფულა გამომდის

ამჯერად, შემოგთავაზებთ უჩვეულო რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ ფუმფულა, ჰაეროვან და საოცრად მაღალ ბისკვიტს. რეცეპტი უჩვეულო იმით არის, რომ ბისკვიტის მოსამზადებლად იყენებთ სოდასა და ძმარს.

დაგჭირდებათ:

  • კვერცხი 8 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • სოდა 1 ჩ. კ. ან 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ძმარი 9%-იანი 1 ს. კ.
  • გამოსაცხობად დაგჭირდებათ 24 სმ-იანი დიამეტრის ფორმა.

მომზადების წესი:

  1. დაგჭირდებათ საშუალოზე მეტი ზომის თასი. კვერცხს (არ არის საჭირო ცილისა და გულის გამოყოფა) დაამატეთ შაქარი და 2-3 წუთის განმავლობაში მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  2. თქვეფა დაიწყეთ დაბალ სიჩქარეზე და თანდათან მოუმატეთ. ვთქვათ, თქვენი მიქსერი არის ხუთსიჩქარიანი. თქვეფა დაიწყეთ პირველი სიჩქარიდან, შემდეგ გადადით მეორეზე, მესამეზე და ა. შ. თითოეულ სიჩქარეზე გააჩერდით ნახევარი წუთი. ამ გზით შეძლებთ სქელი და მსუბუქი მასის მიღებას.
  3. სოდა ფრთხილად დააყარეთ კვერცხიან მასას, იქვე დაასხით ძმარი  და დაუყონებლივ აურიეთ. ამ გზით შეძლებთ წარმოქმნილი ბუშტიკების ცომში და არა ჰაერში გაბნევას.
  4. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, ხის კოვზით ნაზად აურიეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელშიდაც ცხიმწასმული პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი. საცხობ ფორმას კედლებზედაც წაუსვით ზეთი, მაგრამ ძალიან მსუბუქად, რადგან ბევრმა ცხიმმა შეიძლება ბისკვიტი ჩაგიგდოთ.
  5. ცომი ნაზდ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 45-60 წუთამდე. შეგიძლიათ პერიოდულად გამოაღოთ ღუმელი და შეიხედოთ. თუ ბისკვიტის გვერდები გამომცხვარია და შუაგული კვლავ თხელია, ოდნავ დაუწიეთ, რათა შუაგული გამოცხვეს.
  6. აუცილებლად შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ ჩხირს ცომი ამოჰყვა, ბისკვიტი ჯერ მზად არ არის.მომზადებული ბისკვიტი გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, გააგრილეთ და ბასრი დანით გაყავით 3 ან 4 ფენად.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ბისკვიტი გამოდის მაღალი ფუმდულა და ჰაეროვანი.