კარტოფილი მდიდარია A, B და C_ვიტამინებით. იგი შეიცავს ფერმენტს, კატექოლოზას, რომელიც ხელს უწყობს კანის გაღიავებას. კარტოფილის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანზე არსებული პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად. იგი ამცირებს წვრილ ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს, თვალების ირგვლი მუქ წრეებს, ქუთთოების შეშუპებას და ა. შ. კარტოფილის წვენი შესანიშნავია მზის დამწვრობის სამკურნალოდ.
თუ გსურთ ჯანმრთელი და ლამაზი კანი გქონდეთ, დაამატეთ კარტოფილის წვენს რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი და მოამზადეთ საოცრად ეფექტური ყინულის კუბიკები.
რეცეპტი N1
ყინულის კუბიკების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილის წვენი 100 მლ
- გაფილტრული წყალი ან კიტრის წვენი 100 მლ
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნარევი ჩაასხით ყინულის ფორმაში და გაყინეთ.
შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ტიპის კანისთვის. კარტოფილის წვენი ეფექტურად მოქმედებს აკნეს ნაწიბურებზე და აღიავებს ასაკობრივ ლაქებს. ლიმონის მჟავიანობა აღიავებს და წმენდს კანს.
რეცეპტი N2
ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილის ახლად გამოწურული წვენი 100 მლ
- ალოეს გელი 2 ს. კ.
- ბრინჯის წყალი 100 მლ
მომზადების წესი:
პირველ რიგში, მოამზადეთ ბრინჯის წყალი. აიღეთ ნახევარ ჩაის ჭიქამდე ბრინჯი, კარგად გარეცხეთ, დაასხით ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. ამ პერიოდში წყალი გაჯერდება ბრინჯში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით. გადაწურეთ და ბრინჯის წყალიც მზად არის. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნარევი ჩაასხით ყინულის ფორმაში და გაყინეთ.
ბრინჯის წყალი ამკვრივებს კანს და შესამჩნევად ამცირებს ფორებს. შემოთავაზებული ნარევი ეფექტურად გამოიყენება ახალგაზრდობის შესანარჩუნელად. კარტოფილის წვენი ამცირებს ნაოჭებს, ხოლო ბრინჯის წყალი ამკვრივებს კანს და უნარჩუნებს ელასტიურობას.
რეცეპტი N3
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილის ახლად გამოწურული წვენი 100 მლ
- ქოქოსის რძე 100 მლ
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
ქოქოსის რძე შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ის ებრძვის კანის სიმშრალეს, ანიჭებს მას ელასტიურობას და კანის ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. გამოიყენეთ სუფთა და ორგანული რძე. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მზა ნარევი გადაიტანეთ ყინულის ფორმებში და გაყინეთ.
კომბინაცია შესანიშნავია კანის შეშუპებისა და სიწითლის სამკურნალოდ, საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, აშორებს მკვდარ უჯრედებს და კანს ბუნებრივ ბრწყინვალებას ანიჭებს.
გამოყენების წესი:
მომზადებული ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ სახის კანი, ყელი, მკერდის ზონა. 1-2 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და შემდეგ სახე ხელსახოცით გაიწმინდეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ.
ყინულის სამკურნალო კუბიკები გამოიყენეთ პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ. კარტოფილი სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს მზის დამწვრობის აღმოსაფხვრელად.
გამოიყენეთ უმარტივესი და საოცრად ეფექტური საშუალებები, გაიღიავეთ სახის კანი, გაიმკვრივეთ, მიანიჭეთ მას ელასტიურობა და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა.