შემოგთავაზებთ ფენოვანი და ფხვიერი ცომის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ფხვიერი და ხრაშუნა ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი ნამცხვრები, ღვეზელები.
ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მარგანინი ან კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 200 გრ
- 1 ცალი კვერცხის გული
- არაჟანი (კეფირი, მაწონი) 100 მლ
- მარილი მწიკვი
- ფქვილი 500 გრ
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს ხელით შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი ან მარგანინი, შეგიძლიათ 100 გრ კარაქი და 100 გრ მარგანინი გამოიყენოთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, არაჟანი და მოზილეთ ცომი. თუ ცომი წებოვანი გამოგივიდათ, აუცილებლად დაამატეთ ფქვილი. მზა ცომი ცოტა ხნით შედეთ მაცივარში.
- მომზადებული ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი, ხრაშუნა და ჰაეროვანი ,,ფენოვანი ენები“.
- ცომი გაყავით 2-3 ნაწილად. ჯერ ერთი, ნაწილი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დაჭერით სამკუთხედებად, რომბებად. თუ ცომს სქელ ფენად გააბრტყელებთ, მრავალფენიანი ნამზადით მოიწონებთ თავს.
- ცალკე თასში ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და ცალკე თეფშზე დაყარეთ შაქარი.
- საცხობ ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი და მომზადებული ცომები, მხოლოდ ერთი მხრიდან, ჯერ ცილაში ჩაყავით, შემდეგ_შაქარში და მშრალი მხრით დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და, როდესაც ნამცხვრები ოქროსფრად დაიბრაწება მზად არის.
გემრიელი, ხრაშუნა, ფენოვანი ენები მიირთვით და ისიამოვნეთ!