
ქუსლებზე გამომშრალი კანი იწვევს ნახეთქების გაჩენას. ხშირად, ეს პრობლემა წარმოიქმნება დაუდევრობითა და ჰიგიენის დაუცველობით.
ღრმა ბზარები ძალიან მტკივნეულია, შეიძლება იყოს სისხლმდენიც, რასაც შედეგად მოჰყვება ინფექციების განვითარება. ეს განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც იმუნური სისტემა დაქვეუთებული აქვთ.
ქუსლებზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთი სიმპტომი არის კანის გაუხეშება. თუ დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, ეს გამოიწვევს მდგომარეობის გაუარესებას.
ქუსლებზე ბზარების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს მჭიდრო ფეხსაცმელმა, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა.
შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
1. ქოქოსის ზეთი
დაბანის შემდეგ ქუსლებზე შეიზილეთ ქოქოსის ზეთი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაზიანებულ ადგილებს. შემდეგ ამოიცვით სქელი წინდა. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაიტოვეთ მთელი ღამით. სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.
2. მწიფე ბანანი
მწიფე ბანანი შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
3. ლიმონის წვენი
პრობლემურ კანზე შეიზილეთ ლიმონის წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. ლიმონის წვენი ბუნებრივი მჟავაა და ხელს უწყობს მკვდარი კანის დაშლასა და მარტივად მოშორებას. დილით ფეხები დაიბანეთ და გაიხეხეთ პემზით. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენი ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
4. წმენდა და დატენიანება
გამომშრალი და დაბზარული ქუსლების საწინააღმდეგოდ ყოველდღიური წმენდა და დატენიანება საუკეთესო გამოსავალია. ყოველ დღე დაიბანეთ ფეხები საპნით, კარგად შეიმშრალეთ და შეიზილეთ 1 ჩ. კ. ზეთითა და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენით მოამზადებული უმარტივესი, ბიუჯეტური, საოცრად ეფექტური ნარევი. გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.
შემოგთავაზებთ მარტივი ხელნაკეთი ბუნებრივი სკრაბის რეცეპტს, რომელიც მოცემული პრობლემის გდასაჭრელად საუკეთესო გამოსავალია. სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თაფლი, ვაშლის ძმარი და ბრინჯის ან შვრიის ფქვილი. მოცემული ინგრედიენტებისგან მოამზადეთ პასტისებური ნაზავი. თუ ნახეთქები ღრმა არის, მაშინ დაამატეთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი.
მომზადებული მალამოს გამოყენებამდე, ფეხებზე გაიკეთეთ აბაზანა. ჩაყავით ფეხები თბილ წყალში და დააყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ ფრთხილი მოძრაობებით შეიზილეთ სკრაბი.
ძმარი შლის კანის მკვდარ ფენას, ბრინჯის ფქვილი კი მსუბუქად აშორებს მკვდარ კანს, თაფლი და ზეითუნის ზეთი კი ბუნებრივი დამატენიანებლებია. ისინი უნარჩუნებს კანს ტენიანობას და აფერხებს კანის გახეთქვას. გისურვებთ ჯანმრთელობას!