ჰაეროვანი ნამცხვარი სიმინდის ფქვილით, რომელიც კრემისა და დანამატების გარეშეც კი უგემრიელესია

2001

შემოგთავაზებთ გემრიელი და ჰაეროვანი დესერტის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ხორბლის ფქვილთან ერთად დაგჭირდებათ სიმინდის ფქვილიც. ფუმფულა უკრემო ნამცხვარი ჩაისთან ძალიან გემრიელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი150 გრ
  • სიმინდის ფქვილი 230-250 გრ
  • გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 150-200 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ნაღები ან რძე 200 მლ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, მარილი, სოდა, ვანილი.
  2. ცალკე თასში გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ გამდნარი კარაქი, ნაღები.
  3. შემდეგ დაამატეთ ფქვილიანი მასა და კიდევ ერთხელ აურიეთ. ცომი გამოგივათ თხელი.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, დაასხით ცომი და თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხალეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწულ ფუმფულა ბისკვიტს გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!