იცით, რომ თუ სელის თესლს გამოიყენებთ საოცრად ლამაზი თმა გექნებათ. სელის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს თმისთვის საჭირო სასარგებლო და საკვებ ნივთიერებებს. იგი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და ლიგნანებით.
როგორ ასტიმულირებს სელის თესლი თმის ზრდას?
თმის ცვენა, ქერტლი, თავის კანის ქავილი, დაზიანება შედეგია არასწორი კვების, დაბინძურებისა და ქიმიური საშუალებების ჭარბად მოხმარების. როდესაც თმის ფოლიკულები ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს, თმა ხდება მყიფე, მშრალი, უსიცოცხლო და იწყებს ცვენას.
სელის თესლში შემავალი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები თმის ფოლიკულებისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ნივთიერება. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს თმის ელასტიურობას, რითაც ამცირებს თმის ცვენას, ანიჭებს მას სიძლიერსა და მბზინვარებას.
ლიგნანაები, რომლებიც სელის თესლის შემადგენლობაშია, გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და გამოიყენება ქერტლისა და ანთების სამკურნალოდ, მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას და უზრუნველყოფს თმის ზრდას.
აიურვედა გვირჩევს, ბოჭკოვანით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღებას, რომლებიც აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, რაც ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობას.
ლიგნანები და სელის თესლის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოვანი ნივთიერებები ასწრაფებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აფერხებს თმის ცვენას. ჯანმრთელი ნაწლავი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების სათანადოდ შეწოვას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობასა და სიძლიერეს.
სელის თესლი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, განსაკუთრებით E ვიტამინით, რომელიც თმისთვის საოცარი პროდუქტია. თუ გსურთ, ძლიერი და ჯანმრთელი თმა გქონდეთ, თმის ფოლიკულები საჭიროებს რეგულარულ კვებავს.
E ვიტამინის ზეთი შეიზილეთ თავის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. დაამატეთ კვების რაციონს E ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები და შეუნარჩუნეთ თქვენს თმას ბუნებრივ ტენიანობა, რაც ხელს უწყობს თმის ცვენის შემცირებას.
როგორ გამოვიყენოთ სელის თესლი თმის გასაზრდელად და ცვენის შესაჩერებლად.
რეკომენდებულია, ყოველდღიურად გამოიყენოთ სელის თესლი. შემოგთავაზებთ სამკურნალო თესლეულის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს.
აიღეთ 1-2 ს. კ. სელის თესლი, ჩაყარეთ ფინჯანში და დაასხით 200 მლ წყალი, აურიეთ და დააყოვნეთ დილამდე. დილით ნარევი გადაიტანეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 ცალი ბანანი, 1 ჩ. კ. კაკაო, 1 ჩ. კ. თაფლი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მომზადებული ნარევი მიიღეთ მომზადებისთანავე, ყოველ დღე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.
რეკომენდებულია, კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთოთ სელის თესლის ზეთისა და E ვიტამინის ნიღაბი.
სელის თესლის ზეთს უძველესი დროიდან იყენებდნენ თმის გასაძლიერებლად, მისთვის მოცულობისა და მბზინვარების მისანიჭნებლად.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.