ორი ინგრედიენტის კომბინაცია თმისა და კანისთვის. საშუალება, რომლის მადლიერიც ცხოვრების ბოლომდე ვიქნები

0
121

კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია საუკეთესო ინგრედიენტია. ალოე ვერას გელი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და კანზე დადამაშვიდებელი ეფექტი აქვს. საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებდნენ ქოქოსის ზეთს კანის გასაახალგაზრდავებლად და თმის სილამაზის შესანარჩუნებლად.

ეს ორი უძლიერესი ინგრედიენტი კანისა და თმისთვის საოცრებებს ახდენს. შემოგთავაზებთ ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას გელის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს.

თმის ნიღბები

რეცეპტი N1

აიღეთ ალოეს ნედლი ფოთოლი, გარეცხეთ, კიდეები და ფოთლის გარე ფენა მოაჭერით და კოვზის საშუალებით გამოიღეთ შიგთავსი. თუ გსურთ, შეგიძლიათ გახეხოთ ალოეს მთელი ფოთოლი. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ფოთლის გარე ფენა ხელს უწყობს ქერტლისა და მიკრობების მოშორებას.

აიღეთ გელის 2-3 ს. კ. (თმის სიგრძის მიხედვით, რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ), დაამატეთ 1-3 ს. კ. ქოქოსის ზეთი და აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ თმის ძირებზე, კარგად შეიზილეთ, გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და დაიხურეთ ქუდი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევი ან ჭინჭრის ნახარში. მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

რეცეპტი N2  

აიღეთ 2 ს. კ. უცხო სუნელის თესლი, დაასხით წყალი და მთელი ღამით ჩაალბეთ. უცხო სუნელის თესლი აფერხებს თმის ცვენას და ზრდის მოცულობას. დილით გადაწურეთ წყალი და დარჩენილი მასა დააბლენდერეთ, დაამატეთ 2-3 ს. კ. ალოე ვერას გელი, 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი თანაბრად გაინაწილეთ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

ნიღაბი სახის კანისთვის

რეცეპტი N1

აიღეთ 1-2 ს. კ. ალოეს გელი, დაამატეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი, დაასხით 1 კაფსულა E ვიტამინი. მოცემული ვიტამინი სახის კანისთვის საოცრებებს ახდენს, კერძოდ, ამცირებს ნაოჭებს, აფერხებს დაბერების პროცესს და კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას. ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. შემოთავაზებული საშუალება გამოიყენეთ როგორც გაპარსვის შემდეგ მალამო და აირიდეთ გამონაყარი და კანის გაღიზიანება.

რეცეპტი N2

აიღეთ 1-2 ს. კ. ალოეს გელი, დაამატეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი, ნახევარი ჩ. კ. თაფლი. თაფლის წყალობით კანს შეუნარჩუნებთ სიმკვრივეს. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ალოე ვერა ებრძვის აკნესა და სოკოვან ინფექციებს. ქოქოსის ზეთი კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ელასტიურობას, ხოლო თაფლი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა.

კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ. მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.