თქვენი საყვარელი ადმიანების განებივრება გსურთ და ცდილობთ, მოამზადოთ რაღაც ახალი და განსხვავებული კერძი. ამჯერად, არჩევანი გოგრაზე შევაჩეროთ და ამ გემრიელი, უწყინარი ბაღჩეულიდან ღვეზელები მოვამზადოთ.
ჰეროვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კეფირი, მაგრამ თუ მარხვის დროს გადაწყვეტთ ღვეზელების გამოცხობას, მაშინ ჩვეულებრივი, საფუვრიანი, ცომი გამოიყენეთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კეფირი 400 მლ
- მარილი 1,5 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- ფქვილი 500 გრ
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გოგრა 800 გრ
- ხახვი 1 თავი
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- ზეთი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ნაკლები
- კარაქი 50 მლ
მომზადების წესი:
- თავდაპირველად, ამზადებთ ცომს. კეფირს დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. მზა ცომს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და ცოტა ხნით დაასვენეთ.
- ამზადებთ გულსართს: გახეხეთ გოგრა მსხვილ სახეხზე. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაამატეთ გოგრა, მარილი და შეწვით, შიგადაშიგ მორევა არ დაგავიწყეთ. სრულ მომზადებამდე ნუ მიიყვანთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გულსართი გააგრილეთ.
- ცომი თანაბარ ნაწილებად დაყავით, დაახლოებით 14-15 გუნდა გამოხელეთ. თითოეული გააბრტყელეთ თხელ ფენად. ფენა თვალით გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნახევარსფეროზე დაიტანეთ გულსართი და თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ გადმოაფარეთ ცომის მეორე ნაწილი და კიდეები შეაერთეთ.
ღვეზელები შეწვით ორივე მხრიდან უცხიმოდ, შეგიძლიათ ღუმელშიც გამოაცხოთ. ზემოდან წაუსვით კარაქი. მოამზადეთ გოგრის გემრიელი ღვეზელები და ისიამოვნეთ!