სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის მოყვარული ადამიანების ტვინის სხვადასხვა უბნები უფრო გონივრულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე მათი, ვინც ჩაის არ სვამს.
ეს, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს შემეცნებით (კოგნიტურ) ფუნქციებზე და იცავს მათ ასაკთან დაკავშირებული ვარდნისგან. სამეცნიერო ჯგუფმა ეს აღმოჩენა 36 მოხუციდან ნეიროიმუნური მონაცემების შესწავლის შედეგად გააკეთა.
“ჩვენი შედეგები არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ჩაის დალევას დადებითი ეფექტი აქვს ტვინის სტრუქტურაზე და მიგვითითებს, რომ ჩაის რეგულარულად მიღებას აქვს დამცავი ეფექტი ტვინის სისტემაში ასაკთან დაკავშირებული ვარდნის საწინააღმდეგოდ” – განმარტა გუნდის ლიდერმა დოქტორ ფენ ლეიმ.
კვლევა ჩატარდა ესსექსისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მკვლევარებთან თანამშრომლობით და შედეგები 2019 წლის 14 ივნისს ჟურნალ Aging-ში გამოქვეყნდა.
გასულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის დალევა კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სასარგებლო თვისებები მოიცავს განწყობის გაუმჯობესებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას.
დოქტორ ფენის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულმა ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება 50%-ით შეამციროს ხანდაზმულ ადამიანებში კოგნიტური ვარდნის რისკი.
ამ აღმოჩენის შემდეგ, დოქტორმა ფენმა და მისმა გუნდმა განაგრძეს ჩაის პირდაპირი ეფექტების შესწავლა ტვინის ქსელებზე.
2015 წლიდან 2018 წლამდე მეცნიერთა ჯგუფმა შეაგროვა მონაცემები 60 და მეტი ასაკის 36 მონაწილეთა ჯანმრთელობის, ცხოვრების წესის და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესახებ. მონაწილეებმა ასევე გაიარეს ნეიროფსიქოლოგიური ტესტები და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
მონაწილეთა კოგნიტური შესრულებისა და ვიზუალიზაციის შედეგების გაანალიზების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც 25 წლის განმავლობაში კვირაში 4-ჯერ მაინც დალიეს მწვანე ჩაი, ულუნი ან შავი ჩაი, ტვინი უკეთესად უმუშავებდათ.
“როდესაც ტვინის რეგიონებს შორის კავშირები უფრო სტრუქტურირებულია, ინფორმაციის დამუშავება უფრო ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს.
ტვინის ქსელის შესახებ ჩვენი არსებული მიგნებები არაპირდაპირი გზით ადასტურებს ჩვენს წინა დასკვნებს, რაც გვიჩვენებს, რომ ჩაის რეგულარული მოხმარების დადებითი ეფექტები არის ტვინის სისტემის გაუმჯობესებული შედეგი, რომლებიც გამოწვეულია ინტერრეგიონალური კავშირების პრევენციით” – განაცხადა დოქტორმა ფენმა.
ვინაიდან კოგნიტური ფუნქციები და ტვინის სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ წარმოიქმნება ტვინის ჯაჭვიდან ისეთი ფუნქციები, როგორიცაა, მაგალითად მეხსიერება და მეთოდით შეგვიძლია შევინარჩუნოთ შემეცნება დაბერების დროს.
ტვინის ჯანმრთელობის გარდა, ჩაის, განსაკუთრებით კი მწვანე ჩაის მოხმარება ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს და დიაბეტის დაბალ რისკთან.
პროფესორი ფენი და მისი გუნდი აპირებენ კიდევ უფრო ღრმად შეისწავლონ ჩაის და მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების როლი სიბერეში შემეცნებითი ფუნქციების შემცირების თავიდან ასაცილებლად.
გიყვართ ჩაი?
გაუზიარეთ ეს საინტერესო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.