უჩვეულო, თუმცა ყოველთვის მოქმედი გზა ღუმელის მარტივად გასაპრიალებლად

ძვირფასო დიასახლისებო, გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი, ცხობა, სხვადასხვა უგემრიელესი კერძების მომზადება, მაგრამ ღუმელზე რჩება ცხიმის ნარჩენები, რომლებიც არცთუ ისე მარტივი გასაწმენდია და საკმაო ძალისხმევასა და დროს საჭიროებს. შემოგთავაზებთ უმარტივეს საშუალებას, რომლის წყალობითაც თქვენი ღუმელი ახალივით იბრწყინებს.

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, საუბარია ჩვეულებრივ, თქვენთვის ხელმისაწვდომ, საპარს ქაფზე.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

ქაფი დაიტანეთ ხელზე და თანაბრად შეაზილეთ ღუმელის ზედაპირზე. სამოქმედოდ დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ მსუბუქად დატენიანებული ღრუბლით. თქვენი ღუმელი სისუფთავისგან იბრწყინებს.

დამერწმუნეთ, გამოიყენეთ ეს ხელმისაწვდომი საშუალება და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.