შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი ტორტის, ,,ბაუნტის“, რეცეპტს. ფუმფულა და ჰაეროვან ბისკვიტებს საოცრ არომატს ჰმატებს ქოქოსის ფანტელებით გაჯერებული კრემი.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კაკაო 3 ს. კ.
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 200 გრ
- ვანილი
კრემისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 150 გრ
- ქოქოსის ფანტელი 200 გრ
- რძე 250 მლ
- შაქარი 150 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე. ფქვილი გაცერით, დაამატეთ კაკაო, აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას (გამოიყენეთ ნიჩაბი).
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ცხიმწასმული ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი, თანაბრად გაანაწილეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემის მომზადების წესი:
- კრემი განსხვავებულია, რადგან არ სჭირდება ფქვილი და სახამებელი. სწორედ ამიტომ, არის იგი ჰაეროვანი, საოცრად მსუბუქი და გემრიელი.
- რძეს დაამატეთ კარაქი, შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი, შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ფანტელები, კარგად აურიეთ და ადუღეთ 15 წუთი.
- ბისკვიტი გაყავით ორ ნაწილად. გაგრილებული კრემი მთლიანად დაიტანეთ ბისკვიტის ქვედა ფენაზე, დაადეთ მეორე ნაწილი, ზემოდან გადაუსვით შოკოლადის მინანქარი და მოაფრქვიეთ ქოქოსის ფანტელები.
მოამზადეთ ეს საოცრება, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!