შემოგთავაზებთ უნაზესი, უმარტივესი და საოცრად გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, რომლითაც კიდევ ერთხელ გააოცებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.
ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟელატინი 40 გრ
- წყალი 120 მლ
- ხაჭო 700 გრ
- არაჟანი (სქელი და ცხიმიანი) 200 მლ
- შაქარი 150 გრ
- ვანილი
- 1 ცალი დიდი ფორთოხლი
- ორცხობილა 150 გრ
მომზადების წესი:
- ჟელატინი ჩაყარეთ ფინჯანში, დაასხით ძალიან ცხელი წყალი (მაგრამ არ აადუღოთ) და ურევთ, სანამ ჟელატინი სრულად არ გაიხსნება. შემდეგ ნარევი დააყოვნეთ ასაფუვებლად.
- თასში მოათავსეთ ხაჭო (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელნაკეთი, ცხიმიანი და უცხიმო), დაამატეთ არაჟანი, ვანილი, შაქარი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
- კანგაცლილი ფორთოხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ამოაცალეთ თესლები და თეთრი ძარღვები. გაგრილებულ ჟელატინს მოურიეთ და სწრაფად შეურიეთ ხაჭოიან მასას.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, მიჰყევით რეცეპტს და მზა ინგრედიენტები მოცემული თანმიმდევრობის მიხედვით გაანაწილეთ. პირველი ფენა ხაჭოიანი მასა, მეორე_ფორთოხლის ნაჭრები, მესამე_ხაჭოიანი მასა, მეოთხე_ფორთოხალი, მეხუთე_პატარა ნაჭრებად დანაწევრებული ორცხობილა, მეექვსე_ხაჭო, შემდეგ_ორცხობილა და ბოლო ფენა აუცილებლად უნდა იყოს ხაჭოიანი მასა. ფორმა შეანჯღრიეთ, რათა მასა თანაბრად განაწილდეს და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ მთელი ღამით დატოვებთ.
- ფორმა ამოაბრუნეთ და დესერტი ლანგარზე გადმოიტანეთ. საუცხოო, თეთრი, ნაზი, ვიზუალურად ლამაზი ტორტი თქვენი სადღესასწაულო სუფრის მშვენება გახდება.
- ფორთოხლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი, მოცხარი, ჟოლო, დაკურკული ალუბალი, ბანანი. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე საოცრად არომატულია ნესვისა და ატმის კომბინააციით.
მოამზადეთ შემოთავაზებული დესერტი და კიდევ ბევრი საქებარი სიტყვა მოისმინეთ თქვენი საყვარელი ადამიანებისგან.