ნაყინი სახლის პირობებში უმარტივესი მოსამზადებელია. გაახარეთ შვილები უგემრიელესი დესერტით

შემოგთავაზებთ ვანილის უგემრიელესი ნაყინის რეცეპტს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს ცივი და გემრიელი დესერტი არ უყვარს.

მოამზადეთ ნაყინი შინ და გააბედნიერეთ თქვენი პატარები!

ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის
  • შესქელებული რძე 70 გრ
  • ვანილის შაქარი 5 გრ

მომზადების წესი:

  1. ნაღებს თქვეფთ გასქელებამდე.
  2. ნაღებს დაამატეთ შესქელებული რძე, ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
  3. მომზადებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და ზედაპირი გაასწორეთ ნიჩაბით.
  4. კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და 3 საათით შედეთ საყინულეში.
  5. 3 საათის შემდეგ გამოიღეთ, აურიეთ და კვლავ საყინულეში შედეთ. გააჩერეთ 5 საათი.

ვანილის უგემრიელესი ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ ხილთან ერთად ან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

თუ ვაფლის საცხობი გაქვთ, შეგიძლიათ ხელნაკეთი ნაყინისთვის მოამზადოთ ვაფლის ჭიქებიც.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!