
ქალბატონები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობა, სილამაზე და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ სახის კანის მოვლას, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ ქუთუთოების კანი, რომელსაც მეტი მზრუნველობა სჭირდება, რადგან ამ ზონაზე ყველაზე მეტი ნაოჭი ჩნდება.
სტატიაში შემოგთავაზეთ თვალის გარშემო კანის ეფექტური და უძლიერესი ნიღბების რეცეპტებს.
ქუთუთოების კანი ძალიან სათუთი და ნაზია, მას ცხიმოვანი შრე საერთოდ არ აქვს, ამიტომ ამ დელიკატურ ადგილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ოხრახუში
ოხრახუში კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ბუნებრივი პროდუქტი კანს აცოცხლებს, ატონიზირებს, კვებავს. ალერგიულ ადამიანებს ოხრახუშის გამოყენება თამამად შეუძლიათ. სასრგებლოა ოხრახუშის ფესვიც.
შემოგთავაზებთ ოხრახუშისა და არაჟნის ნიღაბის რეცეპტს
ოხრახუშის რამდენიმე ღერო დანაყეთ, დაამატეთ 2 ჩ. კ. უცხიმო არაჟანი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ ქუთუთოებზე და დაიდეთ მარლის დატენიანებული ფირფიტები. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კარაქისა და ოხრახუშის ნიღაბი მშრალი კანისთვის
ერთი მუჭა ოხრახუში დანაყეთ, დაამატეთ 1 ს. კ. კარაქი, კარგად აურიეთ და წაისვით ქუთუთოებზე. 10-15 წუთის შემდეგ ნიღაბის ნარჩენები მარლის ფირფიტით მოიშორეთ.
ოხრახუშის ფესვის ნიღაბი
ოხრახუშის ფესვის ნიღაბი შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ოხრახუშის ფესვი დანაყეთ, დაიტანეთ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი.
კარტოფილი
კარტოფილი-ეს ბუნებრივი პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. კარტოფილს შეუძლია სწრაფად მოიყვანსო კანი ტონუსში.
მოხარშული კარტოფილის ნიღაბი
კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გაჭერით ორ ნაწილად და თბილი დაიდეთ ქუთუთოებზე. გაიჩერეთ 10 წუთი.
უმი კარტოფილის, რძისა და ფქვილის ნიღაბი
აიღეთ გახეხილი კარტოფილი 1 ს. კ. ოდენობით, დაამატეთ 1 ჩ. კ. თბილი რძე, 1 ჩ. კ. ფქვილი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ალერგიული ხართ, ნიღაბის გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ.
დამამშვიდებელი ნიღბები
შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე მარტივი და ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ ნაოჭების გასწორებასა და კანის განკურნებაში.
ბანანის ნიღაბი
მეოთხედი ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაიტანეთ ქუთუთოზე და დაიფინეთ დატენიანებული ხელსახოცი. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ხაჭოსა და არაჟნის ნიღაბი
თანაბარი რაოდენობით აიღეთ ხაჭო და არჟანი, კარგად აურიეთ, დაიტანეთ ქუთუთოებზე და სქელ ფენად წაისვით. 15 წუთის შემდეგ ნარჩენები ფრთხილად მოიშორეთ.
შვრიის ნიღაბი
შვრიის ნიღაბი სუკეთესო გამოსავალია დაბერების თავიდან ასაცილებლად. აიღეთ შვრიის ფხვნილი ან ფანტელი, დაამატეთ 1 ს. კ. თბილი რძე, დაელოდეთ მასის გასქელებას და წაისვით ქუთუთოებზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კიტრის ნიღაბი
კიტრი სოცარი საშუალებაა, რომელიც კურნავს, ატენიანებს თვალის გარშემო კანს. კიტრი დაჭერით მრგვალად, დაიდეთ თვალებზე და დაიყოვნეთ15 წუთი.
ჩაის საფენი
ჩაის პაკეტები დაღლილობისა და შეშუპების მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა. ჩაის მომზადების შემდეგ, დაელოდეთ პაკეტების შეგრილებას და 15 წუთით დაიფინეთ ქუთუთოებზე.
გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და ძალიან სწრაფად, მარტივად და იაფად მოიგვარეთ პრობლემები. შედეგით კი ისიამოვნეთ!