ატმის ტორტ-სუფლე, რომელიც ისეთი ნაზი და გემრიელი გამოდის, რომ საკმარისი არასდროსაა

977

შემოგთავაზებთ ატმის უგემრიელესი ტორტ-სუფლეს რეცეპტს, რომელიც ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, რომ პირში დნება. ვიზუალურად კი ისეთი მშვენიერებაა, რომ გასაჭრელად დაგენანებათ.

ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ორცხობილა
  • 400 გრ ხაჭო
  • 200 მლ ნაღები (30%-იანი)
  • 100 გრ დარბილებული კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 30 გრ ჟელატინი
  • დაკონსერვებული ატამი 2 ქილა (შეგიძლიათ თქვენ მიერ მომზადებული ატმის კამპოტიც გამოიყენოთ)
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, 15 გრ ჟელატინი ჩაალბეთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და 30 წუთი დააყოვნეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დადგით დაბალ ცეცხლზე,  ჟელატინი გაადნეთ და ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ, შიგადაშიგ მოურიეთ, რათა მასა დარჩეს ერთგვაროვანი.
  2. დარჩენილ ჟელატინს დაასხით კამპოტის წევნი 1 ჩ. ჭ. (დააკვირდით აუცილებლად ჟელატინის შეფუთვაზე მოცემულ ინსტრუქციას და მითითებული წესის მიხედვით მოამზადეთ) აურიეთ და დაელოდეთ აფუებას.
  3. მოამზადეთ მინის ფორმა, დაახლოებით 24 სმ დიამეტრის.  ორცხობილები დაფშხვენით და აურიეთ დარბილებული კარაქი. მზა მასა გადაიტანეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ამზადებთ ხაჭოს ფენას: მიქსერით ათქვიფეთ შაქარი, ნაღები და ვანილი. შემდეგ დაამატეთ ხაჭო და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს ამატებთ წყლით მომზადებულ ჟელატინს და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ცოტა დაჭრილი ატამი და ნიჩაბით ნაზად აურიეთ. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და ხაჭოიანი მასა თანაბრად გაანაწილეთ ორცხობილების ფენაზე. ფორმა კვლავ შედეთ მაცივარში.
  5. ატმის წვენში დამბალი ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ. ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ,   შიგადაშიგ მოურიეთ, რათა მასა დარჩეს ერთგვაროვანი.
  6. ატამი დაჭერით ნაჭრებად. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და ხაჭოიან ფენაზე ატმის ნაჭრები ლამაზად დააწყვეთ (მთლიანად დაფარეთ). ზემოდან მოასხით გაგრილებული ჟელატინიანი მასა და თანაბრად გაანაწილეთ.  ატმის ტორტ-სუფლე 3 საათით შედეთ მაცივარში.

ძვირფასო დიასახლისებო, თქვენს ფანტაზიებს და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ თქვენი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ ატამი სხვა ხილით ჩაანაცვლოთ, მაგალითად, ფორთოხლით  (ჟელატინის გასახსნელად ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი გამოიყენეთ) ან მარწყვით, ან გარგრით. უგემრიელესი იქნება ჟოლოთი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.