5 ხელმისაწვდომი რეცეპტი ტვინის, ნაწლავების, კანისა და არტერიების გასაჯანსაღებლად

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი გამწმენდი სასმელების საუკეთესო რეცეპტებს, რომლებიც გაჯერებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით. სმუზების მიღების შედეგად გაიუმჯობესებთ ტვინის ფუნქციონირებას, ხელს შეუწყობთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონერებას, გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას, გაიწმენდთ არტერიებს.

1. გაიუმჯობესეთ ტვინის ფუნქციონირება

აურიეთ ფინჯანი ახალი ან გაყინული მოცვი, საშუალო ბანანი, 1 ჩ. კ. სელის ზეთი და დააბლენდერეთ. ზემოდან მორთეთ დაჭრილი ნიგვზით და გემრიელად მიირთვით.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე სმუზი

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, შემოგთავაზებთ სმუზის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

დააბლენდერეთ დიდი ვაშლი, 1 ცალი ატამი ან ბანანი, ნახევარი მსხალი და ცოტა ჯანჯაფილი. თუ მასა სქელი გამოვიდა, დაამატეთ ცოტა წყალი.

3. იდეალური კანი

მოცვი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომელსაც შეუძლია კანს შეუნარჩუნოს სიმკვრივე.

აურიეთ ფინჯანი მოცვი  და ნახევარი ფინჯანი მარწყვი და ნახევარი ფინჯანი ალუბალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გაყინული ხილი). დაამატეთ ნახევარი ავოკადო და 2 ჩ. კ. სელის ზეთი და ცოტა წყალი. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიირთვით.

4. მაქსიმალური დეტოქსიკაცია

ეს სმუზი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან გემრიელია და ამავე დროს უძლიერესი დეტოქსიკური სასმელი.

დააბლენდერეთ ½ ჩ. ჭ. სალათის წვრილად დაჭრილი ფოთლები და ½ ჩ. ჭ. წყალი, დაამატეთ 3 ღერო ნიახური, ნაჭრებად დაჭრილი 2 პატარა  ვაშლი, 1 პატარა ბანანი, ცოტა ლიმონის წვენი და ოხრახუშის ფესვის ნაჭერი. მიიღეთ ცივი.

5. არტერიული წნევის კონტროლი

თუ გსურთ არტერიების გაწმენენდა  და დაეხმაროთ გულს არტერიული წნევის დაწევაში, მოამზადეთ შემდეგი კოქტეილი:

დააბლენდერეთ 2 ცალი პატარა ბანანი, ½ ჩ. ჭ. ფორთოხლის წვენი და 1 ჩ. ჭ. წყალი. დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი და ცოტა ვანილი.

მოამზადეთ შემოთავაზებული სასმელები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.