ყველა ადამიანის ოცნებაა, რომ მუდმივად ჰქონდეს კანის თანაბარი ტონი, ყოველგვარი ლაქების, აკნეს, ჭორფლებისა და ნაოჭების გარეშე.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ლაქების გაღიავებას, ნაოჭების გაქრობას და კანის სხვა პრობლემათა მოგვარებას.
1. იოგურტი და სტაფილო
ლაქების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ნატურალური იოგურტი (დანამატების გარეშე). იოგურტი დაიტანეთ სახის კანზე, ზემოდან დაიდეთ სტაფილოს თხელი ნაჭერი და აიღეთ 10 წუთის შემდეგ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
2. ლიმონი და შაქარი
ლიმონის წვენი და შაქრი აიღეთ თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. მზა მასა შეიზილეთ სახეზე და სამოქმედოდ დაიყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ სახე კარგად დაიბანეთ და თხელ ფენად გადაისვით ზეითუნის ან ქოქოსის, ან ნუშის ზეთი.
დაიმახსოვრეთ, რომ ლიმონის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის სხივებს, რდგან შეიძლება მას უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს, რაც კიდევ უფრო მეტი ლაქების წარმოქმნას გამოიწვევს. მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ ძილის წინ.
3. ვაშლის ძმარი
აურიეთ 3 წილი თბილი წყალი, 1 წილი ვაშლის ძმარი და ბამბის ფირფიტით კარგად შეიზილეთ სახის კანზე. დააყოვნეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, წაისვით იოგურტი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად. შედეგად გექნებათ იდეალურად სუფთა და მკვრივი კანი.
4. ლიმონისა პამიდვრის წვენის ნარევი
პამიდვრის წვენის შემადგენლობაში შედის A ვიტამინი, რომელიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის. აურეით 1 ს. კ. ლიმონის წვენი და 1 ს. კ. პამიდვრის წვენი. ნარევი ბამბის ფირფიტით დაიტანეთ ლაქებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.
5. ხახვი და ძმარი
ხახვი ლაქების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა. აურიეთ გატარებული ხახვის 1 წილი და 1 წილი ძმარი. ნარევი დაიტანეთ ლაქებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბის გამოყენებიდან რამდენიმე საათი მოერიდეთ მზეზე გასვლას.
6. თიხის ნიღაბი
ნიღაბის მოსამზადებლად დგჭირდებათ ფორთოხლის წვენი 1 ს. კ., სტაფილოს წვენი 1 ჩ. კ., თეთრი თიხა 2 ს. კ. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დააყოვნეთ გაშრობამდე. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!