საშინაო რეცეპტი, რომლის დახმარებითაც ნაწლავებსა და კუჭში მავნე ბაქტერიების მოსპობა მარტივადაა შესაძლებელი

კუჭსა და ნაწლავებში მავნე ბაქტერიების არსებობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მათგან განკურნება რთულია და დიდ დროს საჭიროებს. წვრილი ნაწლავი შედარებით ნაკლებად არის ბაქტერიებით დატვირთული, მაგრამ გარკვეულ ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუწყოს მათ გავრცელებას.

ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კუჭის მჟავას სეკრეციის რაოდენობა. თუ კუჭში ნაკლები მჟავაა, ბაქტერიები ძალიან სწრაფად ვრცელდება. ასევე ბაქტერიების ზრდას იწვევს ანტაციდების გადაჭარბებული მოხმარება.

ბაქტერიების სწრაფად ზრდას იწვევს წვრილი ნაწლავის სტრუქტურული დარღვევები: წვრილი ნაწლავის დივერტიკულა, ნაწლავის გაუვალობა და სხვა.

მავნე ბაქტერიების ზრდის შესაძლო მიზეზებია: იმუნოდეფიციტი, სტრესები, გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა სტეროიდები, ანტიბიოტიკები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და პანკრეასის ფერმენტების დეფიციტი.

იხილეთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი კუჭი და ნაწლავები მავნე ბაქტერიებითაა დატვირთული:

  • მუცლის შებერილობა, გაზების დაგროვება ჭამის შემდეგ
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • დაღლილობა, ანემია, ვიტამინ B12-ის დეფიციტი
  • დეპრესია
  • საკვები ნივთიერებების დეფიციტი (მიუხედავად კარგი კვებისა)
  • მუცლის არეში ტკივილი

გთავაზობთ ეფექტურ, უსაფრთხო და ბუნებრივ საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ კუჭსა და ნაწლავებში არსებულ ბაქტერიებთან ბრძოლას.

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ლეღვისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა. ერთლიტრიანი ქილა ნახევრამდე გაავსეთ 4 ნაწილად დაჭრილი ლეღვის ჩირით და ქილა პირამდე აავსეთ ზეითუნის ზეთით. სამკურნალო ნაზავი 40 დღით დააყოვნეთ. ამ გზით ხელს შეუწყობთ მისი ეფექტურობის გაძლიერებას. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ყოველ დილით შეჭამეთ ლეღვის ერთი ნაწილი და მიიღეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია დიეტის დაცვა, რათა კუჭსა და ნაწლავებში აიცილოთ ბაქტერიების წარმოქმნა.

მკურნალობის პროცესში მოერიდეთ სანელებლებით შეზავებული და ცხრე საკვების მიღებას, უარი თქვით ცხიმიან ხორცზე, ძეხვეულზე. სასურველია, კერძები მოამზადოთ ზეითუნის ზეთით.

ზეითუნის ზეთი და ლეღვი საუკეთესო ბუნებრივი წამალია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ორი უძლიერესი სამკურნალო პროდუქტის კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰემაროის, ყაბზობის, ბრონქიტის, ასთმისა და სხვა დაავადების სამკურნალოდ.