ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ საოცარი ბისკვიტის სწრაფად და მარტივად მომზადებას. ბისკვიტს დარიჩინი ზღაპრულ არომატს აძლევს და ისეთი გემრიელია, რომ ზედმეტ მორთვას აღარ საჭიროებს.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 გრ ფქვილი
- 200 გრ შაქარი
- 4 ცალი კვერცხი
- 4 ს. კ. წყალი
- ვანილი მწიკვი
- ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი.
- წყალი გააცხელეთ, დაამატეთ ცომს და კარგად შეურიეთ.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომის ნახევარი. შემდეგ მოაფრქვიეთ დარიჩინი და დაიტანეთ დარჩენილი ცომი.
- ღუმელი გააცხელეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ბისკვიტს გამოსაცხობად დასჭირდება 5-7 წუთი. მზა ბისკვიტი ღუმელიდან არ გამოიღოთ, კარი ოდნავ გამოაღეთ და გააგრილეთ.
თუ თქვენ დარიჩინი არ გიყვართ, მაშინ ლიმონის ცედრა გამოიყენეთ. შეგიძლიათ ბისკვიტი თქვენთვის სასურველი კრემით მორთოთ. გემრიელად მიირთვით!