ჩებურეკს ჯანსაღ საკვებს ვერ უწოდებთ, მაგრამ ზოგჯერ წვნიანი ფარშის მქონე ღვეზელით თავის განებივრება ძალიან გვსურს. ერთადერთი გამოსავალი – სახლში მოამზადეთ, რომ ინგრედიენტების ხარისხში 100%-ით დარწმუნებული იყოთ. დღეს წვნიანი ჩებურეკის რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც დამწყები კულინარიც თავს წარმატებით გაართმევს.
წვნიანი ჩებურეკის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 400 გრ ძროხის ფარში
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 3 ჭიქა გაცრილი ხორბლის ფქვილი
- 6 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ არაყი
- 3 თავი ხახვი
- 2 მწიკვი მარილი
- მწიკვი წიწაკა
მომზადება:
1. ცალკე თასში თბილი წყალი ჩაასხით, შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.
2. ფქვილი წყალს, მცენარეულ ზეთს და არაყს აურიეთ. მიღებული ცომი პარკში გაახვიეთ და ნახევარი საათით მაცივარში გააჩერეთ. ასე უფრო ელასტიკური გახდება და მისი გაბრტყელება გაგიმარტივდებათ.
3. ხახვი წვრილად დაჭერით. მწიკვ მარილთან ერთად გაატარეთ, წიწაკა დაუმატეთ. მიღებული მასა ახალ ფარშს დაუმატეთ.
4. ცომი გააბრტყელეთ, თითოეულში 1 კოვზი ფარში ჩადეთ. ჩებურეკის ფორმები გააკეთეთ, კუთხეები ჩანგლით ან თითით დასერეთ.
5. ჩებურეკები მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე შეწვით. ოქროსფერი ქერქის მიღებამდე ყოველი მხრიდან 2-3 წუთით შეწვით. ხრაშუნა და წვნიანი ჩებურეკები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, გემრიელი ჩებურეკის სახლში მომზადება ძალიან მარტივია. მთავარია – სწორი ფარში შეარჩიოთ, რადგან შიგთავსი კერძის გემოს განაპირობებს. სჯობს ახალი ხორცი თავად გაატაროთ. ასე შესანიშნავი ჩებურეკი გამოგივათ, ხოლო ოჯახის წევრები მადის აღმძვრელი სასუსნავისთვის მადლობელი იქნებიან.