ფილტვები ზედმეტი ლორწოსა და მავნე ნარჩენებისგან რომ გაიწმინდოთ, მიიღეთ საშინაო სასმელი

მოწევა მავნე ჩვევაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია უარი თქვათ ამ მავნე ჩვევაზე და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ვერც წარმოიდგენთ, რა ზიანს აყენებთ თქვენს ჯანმრთელობას. როდესაც თავს ანებებთ მოწევას, კიდევ დიდი ხნით რჩება თქვენს ორგანიზმში ნიკოტინი, ფისი და სხვა მავნე ნივთიერებები.

ფილტვების გასაწმენდი უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას. სამწუხაროდ, მედიკამენტების უმრავლესობა დატვირთულია მავნე ქიმიური ნივთიერებებით.  შესაბამისად, მათ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გვერდითი მოვლენები.

გირჩევთ, გამოიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ გამწმენდ სასმელს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ფილტვების გაწმენდას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ლორწოსა და ნახველის გამოდევნას.

იხილეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული, უსაფრთხო და ორგანიზმისთვის სასარგებლო, გამწმენდი საშუალების რეცეპტი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ფილტვებისა და სხვა სასუნთქი ორგანოების გაწმენდას.

დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 თავი (დიდი) ხახვი
  • 1 ჩ. კ. კურკუმა
  • ½ ლ წყალი
  • 3 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 2 ს. კ. თაფლი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ადუღებულ წყალს დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და 40 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ გაგრილებამდე.
  3. ნახარში გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში.

მიღების წესი:

ნახარშის 2-2 ს. კ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ. პირველად_უზმომზე, ხოლო მეორედ_ვახშმამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე.

მოცემული ნახარშის წყალობით შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას, ბუნებრივი გზით გამოდევნით ლორწოსა და ნახველს. გარდა ამისა, ორგანიზმს გაიჯერებთ ვიტამინებითა და მინერალებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!