ნაოჭები, გამონაყარი, დამწვრობა, ასაკობრივი ლაქები – როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემებს უბრალო ბრინჯის დახმარებით

ბრინჯის ბაზაზე მომზადებულ ნიღბებს დიდი სარგებელი მოაქვს კანისთვის. ბრინჯი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა. მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები საოცრად ეფექტურია ნაოჭებისა და აკნეს საწინააღმდეგოდ. ისინი  ატენიანებს, აღიავებს და კვებავს კანს.

ბრინჯი მდიდარია ვიტამინ B1-ით, ანტიოქსიდანტით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კი იცავს კანს დაბერებისგან. აგრეთვე შეიცავს ვიტამინს B3-ს, ნიაცინს, რომელიც აუმჯობესებს ეპიდერმისს, კანის ყველაზე ზედაპირულ ფენას, ტენიანობის შენარჩუნების უნარის ოპტიმიზაციის გზით.

გარდა ამისა, ბრინჯი შეიცავს მინერალებს, როგორიცაა ფოსფორი და კალიუმი. ისინი საჭიროა კუნთოვანი ქსოვილის ელასტიურობის შესანარჩუნებლად და ორგანიზმში წყლის რაოდენობის დასარეგულირებლად.

სტატიაში იხილეთ ბრინჯის ბაზაზე მომზადებული ყველაზე ეფექტური ნიღბების რეცეპტები, რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გაგათავისუფლებთ კანის სხვა პრობლემებისგან.

1. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრინჯი გაჯერებულია ვიტამინ B3-ით, რომელიც ახალგაზრდობის წყაროა, საუკეთესოა ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს. კ. დაფქული ბრინჯი (ბრინჯი გარეცხეთ, გააშრეთ და დაფქვით)
  • 1 კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მზა მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ.  ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ბრინჯის, რძისა და თაფლის ნიღაბი

შემოთავაზებული ნიღაბი საუკეთესოა კანის გასაღიავებლად და თანაბარი ტონის აღსადგენად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს. კ. დაფქული ბრინჯი
  • 1 ჩ. კ. შვრიის ფანტელი
  • 1 ს. კ. რძე
  • ½ ჩ. კ. თაფლი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მზა მასა დაიტნეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების გარშემო კანს.
  2. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 8-10 წუთი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მაქსიმალური შედეგის მისღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

3. მზის დამწვრობისა და ლაქების მოსაშორებელი ბრინჯის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს. კ. ბრინჯის ფქვილი
  • 2 ჩ. კ. კაკაო
  • 3 ჩ. კ. რძე

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დიტოვეთ 15 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. ნიღაბი გამოიყენეთ ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

4. ბრინჯის ნიღაბი ცხიმიანი კანისა და აკნესთვის

ბრინჯის ნიღაბი მდიდარია ცხიმის შთანთქმის თვისებებით, რაც ხელს უწყობს აკნეს გაჩენის კონტროლს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3-4 წვეთი აბუსალათინის ზეთი
  • ბრინჯის ფქვილი 1 ს. კ.
  • მწვანე ჩაის ნაყენი 1 ჩ. კ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ კალენდულა, სალბი, გვირილა)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, თანაბრად გაანაწილეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მაქსიმალური ეფექტისთვის ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.

მოამზადეთ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი  ნიღბები და მოიგვარეთ კანის პრობლემები.