კვირაში ორი პროცედურაა საკმარისი, რათა კანს მუდამ მოვლილი იერი ჰქონდეს

0
808

ორგანიზმში მიმდინარე ასაკთან დაკავშირებული   ცვლილებების გამოვლენას ვერავინ გაექცევა. მაგრამ, საბედნიეროდ, შესაძლებელია სიბერის ნიშნების შეფერხება. შეგიძლიათ კიდევ დიდი ხნით ისიამოვნოთ ელასტიური და გლუვი კანით, სქელი თმით.

რა თქმა უნდა, ამისთვის მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სწორ კვებას, ვარჯიშს. რეგულარულად უნდა გამოიყენოთ კანის მოვლის საშუალებები, რადგან ასაკი, პირველ რიგში, აისახება კანზე. ეს ორგანო ყველაზე მეტად განიცდის გარემო ფაქტორების უარყოფით გავლენას.

გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები და კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდობა და სილამაზე.

შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომელიც წლებია უკვე აქტიურად გამოიყენება. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ბანანი
  • 3 ს. კ. შვრიის ფანტელი
  • 2 ს. კ. იოგურტი (დანამატების გარეშე)
  • 1 ს. კ. თაფლი
  • 1 ცალი კვერცხი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხი გამოიყენეთ მთლიანად, რადგან გული შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, ცილა კი ეფექტურად ამკვრივებს კანს და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
  2. ბანანი კარგად ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, შეურიეთ იოგურტისა და  შვრიის ნარევი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, თაფლი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მზა მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.

შემოთავაზებული ნიღაბი კანის საუკეთესო მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებაა.