კარტოფილის ხვეულები ყველის წელვადი შიგთავსით

0
950

ეს კარტოფილის ხვეულა რაღაცით ჩიფსს ჰგავს: ისეთივე გემრიელი, არომატული და ხრაშუნა ქერქით. ხვეულები კარგად გახურებულ მცენარეულ ზეთში შეწვით. თუ რაიმე მიზეზით მომზადების ასეთი მეთოდი არ გამოგადგებათ, უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში გამოაცხეთ.

კერძი ნაკლებად ხარჯიან კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მის მოსამზადებლად დარჩენილი მოხარშული კარტოფილი და ნებისმიერი ყველი, მათ შორის მდნარიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მინიმუმი პროდუქტებით საღამოს თავყრილობისთვის შესანიშნავი წასახემსებელი გამოგივათ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარტოფილი
  • 100 გრ ფქვილი
  • 6 ს/კ ხმელი ყველი
  • 150 მლ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. კარტოფილი მომზადებამდე მოხარშეთ, დაჭყლიტეთ და გააგრილეთ.

2. გახეხილი ხმელი ყველის (სჯობს დაბალცხიმიანი) ნახევარი, მარილი და ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.

3. ცომი 0,5 სმ სისქის წრედ გააბრტყელეთ და თანაბარ სექტორებად დაყავით.

4. თითოეული სექტორის ფართო კუთხეში დარჩენილი ყველის ნაწილი მოათავსეთ და ხვეულა დაახვიეთ.

5. ღრმა ქვაბში ან ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და ხვეულები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

6. მზა ხვეულები სალფეთქზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

კარტოფილის ხვეულა საინტერესო და ძალიან გემრიელი წასახემსებელია. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ყველი, ასევე მოხარშული კვერცხი, ლორი ან შებოლილი გულმკერდი. გემრიელი კარტოფილის ხვეულა სუფრაზე პომიდვრის სოუსთან ერთად გაიტანეთ და თქვენი კულინარიული შედევრისთვის კომპლიმენტები მიიღეთ. რეცეპტი კი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here