ჰაეროვანი და ფუმფულა პურის რეცეპტი, რომელსაც არ სჭირდება საათობით ცხობა

შემოგთავაზებთ ჰაეროვანი და ფუმფულა პურის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება ზელა და, რაც მთავარია, მის მოსამზადებლად ¼ ჩაის კოვზი საფუარიც კი საკმარისია. პური უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ სჭირდება დრო.

პური ზადდება განსხვავებული მეთოდით და ინგრედიენტებიც მინიმალური სჭირდება:

  • 500 გრ თეთრი ფქვილი
  • ¼ ჩ. კ. საფუარი
  • 300 მლ წყალი
  • 8 გრ მარილი

მომზადების წესი:

  1. თასში ჩაყარეთ 400 გრ გაცრილი ფქვილი, დაამატეთ მარილი, საფუარი, დაასხით წყალი (გრილი) და ცომს ზელთ 30 წამის განმავლობაში. უნდა მიიღოთ წებოვანი მასა, რომელიც ხელებზე გეკრობათ. შემდეგ თასს გადააკარით საკვების ცელოფანი და 18 საათით დადგით სითბოში. პურის გამოცხობა მოგიწევთ მეორე დღეს.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, იღებთ პურის ცომისგან განსვავებული კონსისტენციის მასას. ცომი არის მოცულობაში გაზრდილი, აფუებული, მაგრამ თხელი.
  3. მაგიდაზე საცერით მოაფრქვიეთ ფქვილი და ცომი ნიჩაბით გადმოიტანეთ. შემდეგ ცომს საცერით მოაფრქვიეთ ფქვილი და დაიწყეთ გამოხელვა. ჯერ ერთი გვერდიდან გადმოკეცეთ შუისკენ, შემდეგ_მეორე და ასე თანმიმდევრულად კეცავთ ყველა გვერდიდან შუისკენ, კონვერტისებურად.
  4. შიგადაშიგ აფრქვევთ ფქვილს. მიიღებული მასა კიდევ ერთხელ გადმოკეცეთ ყველა მხრიდან ცენტრისკენ ისე, რომ დამრგვალდეს და შეძლოთ ლამაზი მრგვალი გუნდის გამოხელვა. მზა მასა დაიტანეთ ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე. ქაღალდი უნდა აიღოთ იმ ზომის, რომ ქვაბის გვერდებზეც ამოვიდეს.
  5. შემდეგ ცომს გადააფარეთ სამზარეულოს ტილო და გააჩერეთ 2 საათი. გამოსაცხობად დაგჭირდებათ თუჯის ქვაბი. ცარიელი ქვაბი 30 წუთით შედეთ ღუმელში და გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
  6. ცხელი ქვაბი გამოიღეთ ღუმელიდან და ცომი ქაღალდიანად  გადაიტანეთ ქვაბში, დაახურეთ თავსახური და შედეთ ღუმელში. 30 წუთის შემდეგ ხუფი ახადეთ და კიდევ 20 წუთი აცხვეთ.

მზა პური ამოიღეთ ქვაბიდან და ისიამოვნეთ ჰაეროვანი, ნასვრეტებიანი, ფუმფულა პურით, რომლის მოსამზადებლად გჭირდებათ დრო და მხოლოდ მეოთხედი ჩაის კოვზი საფუარი. გემრიელად მიირთვით!