
განურჩევლად ასაკისა ყველა ადამიანს ძალიან უყვარს ტკბილი და გემრიელი ფუნთუშები. განსაკუთრებით კი, პატარებს გააბედნიერებთ თუ ფუმფულა ტკბილ დაბრაწულ ფუნთუშებს დაახვედრებთ საუზმედ. შეგიძლიათ მოამზადოთ ფუნთუშები ვანილით, ჯემით, შოკოლადით, მინანქრით, ხაჭოთი და კიდევ უამრავი სხვადასხვა შიგთავსით.
შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მთავარია მონდომება და რამდენიმე წუთის შემდეგ საოცარი ფუნთუშებით ისიამოვნებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო 2 პაკეტი
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- მარილი 0,5 ჩ. კ.
მომზადების წესები:
ხაჭო და შაქარი კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ კვერცხი, თანდათან შეაზილეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.მიიღებთ ფაფუკ ცომს.
ცომი გაყავით 16 ნაწილად და გამოხელეთ ფუნთუშები. ცოტა ხანს დაასვენეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. უგემრიელესი ფუნთუშები 20 წუთში მზად იქნება
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!